მთავრობამ უკან დაიხია, გლეხი მიწას მარტივად გაიფორმებს
მთავრობამ უკან დაიხია, გლეხი მიწას მარტივად გაიფორმებს
3 მარტი / 2016
მთავრობამ უკან დაიხია, გლეხებისთვის მიწების რეგისტრაცია გამარტივდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ცვლილებები შევა მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, შემუშავდება მიწების აზომვის ერთიანი სტანდარტი.

მიწების რეგისტრაციის მთავრობისეულმა ვერსიამ მოსახლეობა იმდენად გააღიზიანა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის ამ პრობლემის მოგვარება ლამის მთავარი საარჩევნო დაპირება გახდა. სხვადასხვა პარტია ამომრჩევლებთან შეხვედრისას ერთ-ერთ ძირითად საკითხად სწორედ მიწების რეგისტრაციას განიხილავდა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ საგონებელში ჩააგდო. ამიტომაც ხელისუფლება მიხვდა, რომ რეგისტრაციის პრობლემა უფრო მარტივი, მოქნილი და მოსახლეობისთვის ხელსაყრელი გზით უნდა მოეგვარებინა.

ყვარელში მცხოვრები მარიამ ქოქიაშვილი ამბობს, რომ მიწის რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო, 50 ლარი მიწის ამზომველს გადაუხადა, შემდეგ საჯარო რეესტრში სხვადასხვა დოკუმენტაციის გაკეთებისთვის დამატებითი თანხა გახდა საჭირო, რისი საშუალებაც არ ჰქონდა და ეს პროცესი შეწყვიტა.

"ალბათ მთელ საქართველოში მოსახლეობას მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ადგილას აქვს. ყველა სათითაოდ უნდა გააფორმო, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ვიცი, რომ მიწა უნდა დავირეგისტრირო, მაგრამ ამის საშუალება მომცეს სახელმწიფომ და გონივრული ფასი განმისაზღვროს", - ამბობს მარიამ ქოქიაშვილი.

იმას, რომ მიწის რეგისტრაცია საკმაოდ ძვირი ჯდება, იუსტიციის სამინსტროშიც ადასტურებენ. მინისტრმა თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აზომვითი საქმიანობა გარკვეული რეგულაციების ქვეშ უნდა მოექცეს.

წულუკიანის განცხადებით, სრულდება საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, მარტივად დაირეგისტრიროს მიწა, რომელსაც აქამდე, საბუთების ნაკლებობის, ხარვეზების, სხვა პროცედურების ან თუნდაც საფასურის გამო ვერ ახერხებდნენ.

"ეს იქნება კომპლექსური პროექტი, რომ კერძო პირების კერძო საკუთრებაში მიწების დარეგისტრირება წახალისდეს და გამარტივდეს. ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორი აზომვითი ნახაზი", - განაცხადა წულუკიანმა.

იმის გამო, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, ამზომველები მიწას სხვადასხვა ხელსაწყოთი ზომავენ, ზოგი ტელეფონითაც კი, რაც მიუღებელია. ზოგიერთი ძველებურ მოწყობილობას იყენებს, ზოგი ე. წ. ჯიპიესს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი აზომვითი საქმიანობის ერთიანი სტანდარტი და ამ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი საფუძვლები.

მთლიანობაში, საქართველოში სულ 300-ზე მეტი ამზომველია, რომელთაც განსხვავებულ სტანდარტებთან ერთად ფასიც განსხვავებული აქვთ. "მათთან ერთად ვისაუბრეთ, რამდენი დრო გვჭირდება იმისთვის, რომ გადავიარაღდეთ. გარდა ამისა, საფასურიც გახდეს გონივრული. ზოგიერთი ამზომველი 20 ლარს ართმევს გლეხს, ზოგიერთი - 500-ს. ეს ძალიან დიდი ტვირთია," - აღნიშნა წულუკიანმა.

სპეციალისტების შეფასებით კი, არსებული კანონპროექტი შორს დგას ქვეყნის დღევანდელი საჭიროებებისგან. ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა კიდევაც, რომ კანონმა წარმოშვა გარკვეული ტიპის მითქმა-მოთქმა და წარმოდგენილი რედაქციით მისი განხილვა აღარ მოხდება.

"კანონპროექტი თუ გამოსატანია, გამოვიტანთ კიდეც, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ დავრჩებით კერძო სექტორის დამცველი და მიწების რეგისტრაციის მაქსიმალური მხარდამჭერი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის შეფასებით, მიწის მართვისა და რეგისტრაციის საკითხებზე მთავრობის კანცელარიაში სხვადასხვა უწყებების მიერ წარმოდგენილი პროექტები დღევანდელ მოთხოვნებს არ შეესაბამება.

"გამოსავალი, პირველ რიგში, მოსახლეობის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სისტემურ (პროგრამულ) რეგისტრაციაშია. არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს მიწის რეგისტრაციის შესახებ და სხვა კანონებში რამე ცვლილების სასწრაფოდ შეტანა, სანამ არ მივიღებთ მიწის კოდექსს", - აცხადებს კოღუაშვილი და დასძენს, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც მიწის რეფორმის მიმდინარეობის საკითხზე არასწორი დასკვნებია გაკეთებული.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელი მათე გარდავა სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწების განკარგვას გამოუსწორებელ შეცდომად მიიჩნევს. მისი ვარაუდით, სწორი იქნება, თუკი საკუთრებაში არარსებულ მიწებს სახელმწიფო კერძო სექტორს დაურეგისტრირებს.

"ერთხელ და საბოლოოდ უნდა მორჩეს ეს სამარცხვინო სპეკულაცია. არსებული მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების 70% სახელმწიფოს საკუთრებაშია. კომუნისტურ პერიოდში ამ კატეგორიის მიწებს მთლიანად სახელმწიფო განკარგავდა. დიდი სხვაობა მაინცდამაინც არ არის. ამიტომ მთავრობამ მიდგომა უნდა შეიცვალოს და დაურეგისტრირებელი მიწების პრივატიზაციის პროცესს ხელი შეუწყოს", - განმარტავს გარდავა.

2010-12 წლებში, როდესაც აქტიურად მიმდინარეობდა მიწების პრივატიზაცია, მოსახლეობამ 19 000 ჰა ფართობის დარეგისტრირება მოახდინა. ასეთი ფაქტი ქვეყანაში მანამდე არც ყოფილა. შესაბამისად, თუკი მთავრობა კეთილ ნებას გამოიჩენს და მოსახლეობას შეღავათს გაუწევს ან სულაც გააუქმებს გადასახადს და უფასო პრივატიზაციას მოხადენს, შესაძლოა 0,5 მილიონი ჰა მიწა გადავიდეს კერძო საკუთრებაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მთავრობის კანონპროექტი, რომელიც მიწების რეგისტრაციის საკითხს უკავშირდება, დასრულების პროცესშია და იგი, სავარაუდოდ, პარლამენტს რამდენიმე დღეში წარედგინება.

"მიწების რეგისტრაციის საკითხი იმ პრობლემების გადაჭრასაც ეხება, რომელიც უკავშირდება არასწორად დარეგისტრირებულ მიწებს, დაზუსტებულ და დაუზუსტებელ საზღვრებს, თუ როგორ გაკეთდეს და რა გაკეთდეს", - განაცხადა ხმალაძემ.

უძრავი ქონების, მათ შორის მიწების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს "ნაციონალურმა მოძრაობამაც" წარუდგინა. ამ თემაზე კანონპროექტი პარლამენტს ასევე ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა" შესთავაზა. პარლამენტი სამივე ვარიანტს ერთად განიხილავს.

მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (7)
04.03.2016
ინფორმირებული
სულ მალე ძალიან კარგი სიურპრიზები ელის ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დასაკანონებელი და დასარეგისტრირებელი აქვს მიწები. ნუ დაუჯერებთ არაკეთილმოსურნეთა და პოლიტიკურ ქულებზე მონადირე პილიტიკური ძალების მიერ დათესილ პანიკას. ყველა გაცილებით უფრო მარტივად და უმნიშვნელო დანახარჯებით დაიკანონებს მიწებს, რადგან უახლოესი დღეების შემდეგ სახელმწიფო აქტიურად აპირებს მოქალაქეთა ინფორმირებასაც, ბიუროკრატიული ბარიერების მაქსიმალურად გაუქმებას და მნიშვნელოვანი თანხების დახარჯვას იმაში, რაშიც მოქალაქეს უხდებოდა დღემდე თანხების გადახდა. ასეთ შეღავათს ასიათასობით მოქალაქე მიიღებს.
04.03.2016
გარდავაsnairebs
გარდავა , ეს ვიღაც ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელი ახლად გამომცხვარი სავარაუდოდ ექსპერტი - ნეტა ვის აერთიანებს თAვის ცენტრში, ამბობს, რომ სახელმწიფომ მიწები კი არ უნდა დაირეგისტრიროს, სასწრაფოდ უნდა გააპრივატიზოსო////???? რანაირად უნდა გაყიდოს ის, რაც საკუთრებაში არა აქვს, არ აინტერესებს, არადა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას მხოლოდ რეესტრში რეგისტრაცია წარმოშობს, და რეგისტრაციის მონაცემები ითვლება ზუსტად, ვიდრე არ დამტკიცდება საწინააღმდეგო. მაგრამ ეს რომ იცოდეს, ამ ვაი ექსპერტს რაიმე მაინც უნდა ქონდეს წაკითხული
მსგავსი სიახლეები
ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გარდაქმნა სურთ.
ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია მთავრობას მიმართავს თხოვნით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაუწიოს შუამდგომლობა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დროში დაჩქარების მიზნით.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, ონლაინ სესხებთან დაკავშირებით რეგულაციები დაწესდება, რომელიც ზოგიერთი კომპანიის გაუქმებას გამოიწვევს.
რაჭული ლორი, ხარაგაულის სოკო ნიყვი, ლაგოდეხის საზამთრო, ჭოპორტის პომიდორი, ჯამში 100 -ზე მეტი პროდუქტი შესაძლოა, გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდეს.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაიჯარებლად გამოიტანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
რა შედეგი მოჰყვა "მიწის რეგის­ტრა­ცი­ის შესახებ" კანონის ამოქმედებას? სახელმ­წიფო ბიუჯე­ტიდან რა თანხა დაიხარჯა ამისთვის და რაზე მეტყველებს­ ბოლო პერიოდში რეგისტრირე­ბული მიწების სტატ­ისტიკა? - ამ კითხვებზე პასუხის მიღება საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს.
ევროკავშირის ახალმა ინიციატივამ, რომელიც მომხმარებელს უსაფრთხოების დამატებითი ზომების დაცვას ავალდებულებს ონლაინ შესყიდვების განხორციელებისას, მწვავე კრიტიკა გამოიწვია როგორც Visa, ისე სხვა საგადასახადო სისტემების წარმომადგენლებისგან.
თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ მალე „GIPA” სულ მცირე 500 სტუდენტზე გათვლილ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს, რისთვისაც  მინიმუმ 4 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე 17313 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უძრავი ქონება პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 5 027 000  ლარად გაყიდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
04.12.2016
მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაახლოებთ 150 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების გადახდას აარიდა თავი აარიდა.
სრულად
03.12.2016
თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
სრულად
03.12.2016
უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით 24-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა.
სრულად
03.12.2016
მთავრობის მიერ გახმოვანებული, მაგრამ შეუთანხმებელი და დაუზუსტებელი ”დედოლარიზაციის გეგმა” უშუალო კავშირშია ლარის კურსის ვარდნასთან
სრულად
03.12.2016
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობაა აკრძალული.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
04.12.2016
05.12.2016
USD
1
USD
2.5599
2.5599
EUR
1
EUR
2.7250
2.7250
GBP
1
GBP
3.2283
3.2283
RUB
100
RUB
3.9854
3.9854