მიკროსაფინანსოების შემდეგ მევახშეების ჯერი დადგება
მიკროსაფინანსოების შემდეგ მევახშეების ჯერი დადგება
5 მარტი / 2016
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას კანონმდებლობა დაარეგულირებს. ამის შესახებ გაზეთი ”რეზონანსი” იუწყება.

რეზონანსის” ინფორმაციით, ცვლილება, პირველ რიგში, საპროცენტო განაკვეთების მოცულობაზე აისახება. სპეციალისტების ვარაუდით, მიკროსაფინანსოებს არ ექნებათ ზემოგების შესაძლებლობა. არ არის გამორიცხული, რეგულაციები კერძო მსესხებლებსაც დაუწესდეთ.

”მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მსოფლიოში ყველგან რეგულირების ჩარჩოებში არიან მოქცეულნი. ჩვენთან მარეგულირებელი უნდა იყოს ეროვნული ბანკი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ლიცენზირებას ახდენს. რუსეთს შემოაქვს ძალიან კარგი რეგულაციები. კარგი მაგალითი გადამდები უნდა იყოს და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. კერძოდ, თუ მსესხებლის მიერ ნასესხებ თანხაზე დარიცხული ჯარიმა ძირითადი თანხის ოთხმაგ ოდენობას შეადგენს, სესხზე ყოველგვარი დარიცხვა უქმდება და საპროცენტო წლიური განაკვერთი არა უმეტეს 36-40%-ით განისაზღვრება”, - აცხადებს საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ”რეზონანსთან” საუბრისას და დასძენს, რომ მიკროსაფინანსოების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის უფლებაც და ვალდებულებაც სახელმწიფოს აქვს.

მისივე თქმით, სპეციალური სტატუსის ქვეშ უნდა მოექცნენ ონლაინ გამსესხებლებიც, ხოლო მევახშეების საქმიანობა მკაცრად გაკონტროლდეს ან აიკრძალოს:

”სამწუხაროდ, წვრილი გამსესხებლების მეშვეობით ხელს ითბობენ კომერციული ბანკებიც, რადგან სწორედ ისინი ამარაგებენ ფულით ამ სექტორს. მართალია, ეს არ აისახება ბანკების ანგარიშგებაში, მაგრამ ონლაინ გამსესხებლებს ფინანსურ რესურსზე წვდომას უადვილებს. თუკი კანონმდებლობა ამოქმედდება, ზემაღალი სამევახშეო საპროცენტო განაკვეთი აღიკვეთება და ფული გახდება სიკეთის მომტანი და არა გამღარიბებლი მოსახლეობისთვის. წვრილი გამსესხებლებიც აუცილებლად უნდა გარდაიქმნან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად. სპეციალური სტატუსის ქვეშ მოექცნენ ონლაინ გამსესხებლებიც, ხოლო მევახშეების საქმიანობა ან აიკრძალოს, ან მკაცრად გაკონტროლდეს”, - აცხადებს ლია ელიავა.

გაზეთი ”რეზონანსის” ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონტროლი ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. ქვეყანაში 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული და მათი საქმიანობა მეტ-ნაკლებად მოწმდება.

”მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი თვის ბოლომდე განიხილავს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნოდარ ებანოიძის თქმით, პროექტში მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხების ორგანიზაციების რეგულირებისა და ანგარიშგების ფორმებზე იქნება საუბარი”, - წერს ”რეზონანსი”.

გაზეთი "რეზონანსი"
კომენტარები (9)
07.03.2016
ირმა
სანამ ისესხებენ ხელში გაკვდებიან,კოშკებს გპირდებიან,მერე გადახდა არ უნდათ და მევახშემ დაგვღუპაო იძახიან!სჯობია პირდაპირ სთქვან გვაჩუქეთო.ვინმემ დააძალათ ფულის სესხება!!!ვერ იხდი ,გაყიდე უძრავი ქონება,ვალსაც გადაიხდი და ფულიც დაგრჩება,ვინ შეგარჩენს სხვის ფულს გიფიქრიათ? თქვენ აჩუქებდით ვინმეს რამეს???
06.03.2016
ლექსოს რაგაც უაზრობები რო დატსერა
ლექსო იცი თუ არა რო მევახშე ერთერთი დიდი ცოდვააა კაცის მკვლელს უტოლდება და შენ ტსარმოიდგინე რამდენია ეს ონლაინ სესხებში მომუშავე ხალხი რამხელა ცოდვაშია ერი ეს ერით. მეორე კი ეტყობა შენ იქ მუშაობ და იმიტომაც საუბრობ ეგრე . მესამე რაც ეს ონლაინ სესხები შEმოვიდა საქართველოში უპრო გაგარიბდა ერი და ერთერთი მიზეზი ლარის გაუპასურების ესააა.
მსგავსი სიახლეები
ონლაინ სესხების ბევრი კომპანია შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდეს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენილი რობერტ ჰენდრი სინგლეტერის აზრით, სახელმწიფომ ონლაინსესხებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი უნდა დააწესოს.
ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით, ჩვენ უკვე მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და 2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა შედის ძალაში
ყველას კარგად გვახსოვს, როგორ აღმოჩნდა შრომითი კანონმდებლობა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კომპონენტად, რაც საკმაოდ გასაკვირი იყო
რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
2 თვეზე მეტია, რაც "საფინანსო კომპანია საქართველოსთან" მეანაბრეები იკრიბებიან და კუთვნილი თანხის დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
სასტუმრო „ბილტმორში“ „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია მიმდინარეობს.
დღეს , 20 ოქტომბერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო კომპანიას, ევროპის მიკროსაფინანსო ქსელსა და მიკროსაფინანსო ცენტრთან ერთად აღნიშნავს ევროპის მიკროსაფინანსო დღეს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიაიჯი", რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო კომპანიას, შეუერთდა ევროპის მიკროსაფინანსო დღის აღნიშვნას
8 ოქტომბრის არჩევნებს 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 29 931 წარმომადგენელი და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი დააკვირდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
04.12.2016
მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაახლოებთ 150 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების გადახდას აარიდა თავი აარიდა.
სრულად
03.12.2016
თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
სრულად
03.12.2016
უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით 24-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა.
სრულად
03.12.2016
მთავრობის მიერ გახმოვანებული, მაგრამ შეუთანხმებელი და დაუზუსტებელი ”დედოლარიზაციის გეგმა” უშუალო კავშირშია ლარის კურსის ვარდნასთან
სრულად
03.12.2016
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობაა აკრძალული.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
04.12.2016
05.12.2016
USD
1
USD
2.5599
2.5599
EUR
1
EUR
2.7250
2.7250
GBP
1
GBP
3.2283
3.2283
RUB
100
RUB
3.9854
3.9854