ხორცისა და ხორცპროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირების წესი 2017 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში
5 მარტი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ხორცისა და ხორცპროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირების წესი 2017 წლიდან ამოქმედდება. როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, კახა სოხაძემ განაცხადა, ეს ნორმატიული აქტი აბსოლუტურად ცივილიზებული და საჭირო დოკუმენტია, რომელიც ხორცის სამომხმარებლო ბაზარს მოაწესრიგებს:

”ეს ნორმატიული აქტი შეეხება ხორცის ეტიკეტირებას. მოგეხსენებათ, DCFTA-ის ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში ხდება ამ ნორმატიული აქტების მიღება. ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული და საჭირო დოკუმენტი, რომელიც ხორცის სამომხმარებლო ბაზარს მოაწესრიგებს, ცხოველთა სასაკლაოდან საბოლოო მომხმარებლამდე”, - აღნიშნავს კახა სოხაძე და დასძენს, რომ როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესოპერატორებისთვის ეტიკეტირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მისივე თქმით, ეტიკეტირება სასაკლაოდანვე განხორციელდება: ”სასაკლაოდანვე მოხდება ტანხორცების, მეოთხედი ტანხორცების ეტიკეტირება. განთავსებული იქნება ინფორმაცია დაკვლის თარიღის შესახებ, ბიზნესოპერატორის შესახებ, ვინც განახორციელა დაკვლა, ვარგისიანობის ვადის შესახებ, ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ, რომელიც პირდაპირ არის მიბმული ცხოველის ჯანმრთელობასთან”.

კახა სოხაძის თქმით, ბიზნესოპერატორისთვის აღნიშნული ინფორმაციის ეტიკეტზე განთავსება ერთგვარი დამცავი მექანიზმია. ამიტომ, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, ბევრი მათგანი უკვე ახორციელებს ეტიკეტირებას.

სავალდებულო ეტიკეტირებას სურსათის ეროვნული სააგენტო დაარეგულირებს.

თამარ კორკოტაშვილი
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტში ასახულია ადმინისტრაციული ხარჯებისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირება.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაიჯარებლად გამოიტანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლიდან პურის ეტიკეტირებისა და საკვები დანამატების რეგულირების ახალი წესი შევა ძალაში.
ქართული მხარის ძალისხმევით, რუსეთში ერთ-ერთი მსხვილი კომპანია „აგორას“ ონლაინ-გაყიდვებიდან ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების ღვინის იმიტაციით წარმოებული ღვინო ამოიღეს.
თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ მალე „GIPA” სულ მცირე 500 სტუდენტზე გათვლილ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს, რისთვისაც  მინიმუმ 4 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, 21 ნოემბრიდან დავების განხილვის საბჭოს ორი წევრის შესარჩევად კანდიდატთა განაცხადების მიღება იწყება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე 17313 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უძრავი ქონება პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 5 027 000  ლარად გაყიდა.
რუსთავში ბიტუმოვანი ნივთიერებების საწარმოს ასაშენებლად 2 342 904 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯია“ გარდაბანში პლასტმასის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
02.12.2016
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სასწავლო კურსის „მაკროეკონომიკური დიაგნოსტიკა“ დახურვის ცერემონია გაიმართა.
სრულად
02.12.2016
მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.
სრულად
02.12.2016
პარლამენტს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის გაგრძელება “საბიუჯეტო კოდექსით“ და რეგლამენტით დადგენილი წესებისთვის გვერდის ავლით მოუწევს.
სრულად
02.12.2016
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ”ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ (მოხეს კომისია) მორიგი სხდომა გაიმართა.
სრულად
02.12.2016
ეს არის უპრეცედენტო, პირველი გადაწყვეტილება, როდესაც DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი პირველად შევა ევროკავშირის ბაზარზე
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
02.12.2016
03.12.2016
USD
1
USD
2.5871
2.5599
EUR
1
EUR
2.7491
2.7250
GBP
1
GBP
3.2561
3.2283
RUB
100
RUB
4.0403
3.9854