რა საფრთხეს შეიცავს მეორადი ტანსაცმელი
რა საფრთხეს შეიცავს მეორადი ტანსაცმელი
7 მარტი / 2016
აფრიკის ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპიდან და აშშ-დან შემოტანილ მეორად ტანსაცმელს ყიდულობს. თუმცა, აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნები მსგავსი ტანსაცმლის იმპორტის აკრძალვას გეგმავენ. კერძოდ, ამ გადაწყვეტილების მიღებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბურუნდი, კენია, რუანდა, ტანზანია და უგანდა აპირებს. ისინი აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობაში შედიან. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის ინიციატივაა მეორადი ტანსაცმლის იმპორტის აკრძალვა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება.

ამის ერთ-ერთი მიზეზი სხვადასხვა დაავადებებია, რომლებიც აღნიშნული ქვეყნების ჯანდაცვის უწყებების ცნობით, სწორედ მეორადი ტანსაცმლით გადადის.

გაერო-ს მონაცემებით, მეორადი ტანსაცმლის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი აშშ-ია, იგი წელიწადში საშუალოდ 687 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელს გზავნის სხვადასხვა ქვეყანაში. მეორე ადგილს ამ მხრივ დიდი ბრიტანეთი იკავებს, რომელსაც წლიურად დახალოებით 602 მილიონი დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი გააქვს ექსპორტზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ხუთეულში შედიან გერმანია, სამხრეთ კორეა და ნიდერლანდები. ათეულში კი ბელგია, კანადა, პოლონეთი, იტალია და იაპონია.

ეპიდემიოლოგები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მათ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად დაცულია მეორადი სამოსის შემოტანის მხრივ ჩვენი ქვეყანა, არ აქვთ. ეპიდემიოლოგები საჭირო და აუცილებელ ფაქტორად უცხოეთიდან შემოტანილი მეორადი სამოსის მკაცრ შემოწმებას თვლიან.

ეპიდემიოლოგი რუსუდან ხაჭაპურიძე "მთელ კვირასთან" საუბარში განმარტავს, რომ როდესაც საქართველოში მეორადი სამოსის პირველი ნაკადი შემოვიდა, მაშინ ეპიდემიოლოგებმა თავად ჩაატარეს სამოსზე არსებულ ბაქტერიებზე კონტროლი. ხაჭაპურიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ დღეს არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მეორადი სამოსის უსაფრთხოებაზე კონტროლს ახორციელებს. შესაბამისად, არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად საშიშია უცხოეთიდან შემოტანილი სამოსი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

"თავიდან, როდესაც ხდებოდა მეორადი სამოსის შემოტანა, ვგულისხმობ პირველ ნაკადს დაახლოებით 10 წლის წინ, მას მოჰყვებოდა ლიცენზა, რომ ეს სამოსი მიკრობულ-ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით საშიშროებას არ წარმოადგენდა. ეპიდემიოლოგებმა დავაყენეთ საკითხი, რომ მომხდარიყო მეორადი სამოსის სანიტარული შემოწმება. ბოლოს კი ასეთი რამ გავაკეთეთ - მეორადი ტანსაცმლის იმ პარტიებს, რომელიც ჩამოდიოდა უცხოეთიდან, მასზე არსებულ მიკრობებს ჩვენ თვითონ ვამოწმებდით. დაახლოებით 10-12 სინჯი ავიღეთ.

"მაშინ საგანგაშო ვერაფერი აღმოვაჩინეთ, რადგან მეორადი ტანსაცმელი ქიმიური საშუალებებით იყო დამუშავებული. ერთადერთი რაც გამოიკვეთა, ეს ალერგიული რეაქციები იყო, რასაც დასამუშავებელი ქიმიური ნივთიერება იწვევს.

"დღეს ამ ყველაფერზე კონტოლი ხდება თუ არა, ეს არავინ იცის. არ ის ვიცით, რამდენად საშიშია დღეს მეორადი სამოსის მოხმარება. არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც შემოტანილ მეორად სამოსზე შესაბამისობის სერთიფიკატს მონიტორინგს გაუკეთებს და კონტროლს დააწესებს.

"სტატისტიკა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების შესახებ სახელმწიფოს ჩვენგან ყოველთვის მიეწოდება, თუმცა, მეორადი სამოსით ინფექციური დაავადებით დაინფიცირებული ადამიანის შესახებ შეტყობინება არ შედის, კონკრეტულად ამ მონაცემს სახელმწიფო არ ითხოვს. რაიმე პრაქტიკული დაინფიცირების შემთხვევა რომ ყოფილიყო, ამას აუცილებლად გეტყოდით და სახელმწიფოს მხრიდან მაღალი დაინტერესება ექნებოდა", - განმარტა ეპიდემიოლოგმა.

თსსუ-ს ექიმი-ჰიგიენისტი და ტოქსიკოლოგი მარინა გიორგობიანი "მთელ კვირასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს ის სამსაური, რომელიც მეორადი სამოსის უსაფრთხოებას კონტროლს გაუწევს. ჰიგიენისტის თქმით, მეორადი სამოსის ქიმიურად დაუმუშავებლობის შემთხვევაში, მრავალ ვირუსულ პროცესთან და დაავადებებთან გვექნება საქმე.

"მეორადი ტანსაცმელი საშიშროებას იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ იგი სანიტარულად არ არის დამუშავებული. თუ მეორადი სამოსი არ არის ქიმიური მეთოდებით სრული წესების დაცვით დამუშავებული, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გამწვავდეს ბაქტერიული და ვირუსული პროცესები: მალარიის (ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით), შავი ჭირის (მწვავე ინფექციური დაავადება), ნილოსის ცხელების (თავის ტკივილი და ტემპერატურის მატება), ტულარემიის (მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით) ქუ ცხელების (ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ბაქტერია კოქსიელა ბრუნეტით) დაავადებები.

"აქ მეორე ფაქტორიც იჩენს თავს - შესაძლოა, სამოსი ქიმიურად იმდენად მკვეთრად იყოს დამუშავებული, რომ აუცილებელია სახლში მიტანისთანავე ერთი დღე-ღამის განმავლობაში განიავება, რათა ის ქიმიური ნარჩენი მოწამვლის მიზეზი არ გახდეს.

"მათ საყურადღებოდ, ვინც მეორადი სამოსის გამყიდველებად მუშაობენ - დახურული სივრცის განიავება აუცილებელია. მეორად სამოსზე კონტროლი კი აუცილებლად უნდა იყოს დაწესებული, რასაც სამწუხაროდ, არავინ აკეთებს. ქვეყანაში არ გვყავს ის ორგანო, ის სახელმწიფო სამსახური, რომელიც ამ ყველაფერს კონტროლს გაუწევს", - განმარტა ჰიგიენისტმა.

ერთ-ერთი დერმატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მეორადი სამოსით ადამიანს შესაძლოა კანის პრობლემა შეექმნას.

"მეორადი სამოსი კანის ქავილთან ერთად ბევრ დაავადებას იწვევს, მათ შორის დერმატიტებსა და სოკოვან (საფუარა) დაავადებებს. გარდა სოკოვანი დაავადებებისა, შესაძლოა სტაფილოკოკის გამომწვევიც კი გახდეს. მეორად ტანსაცმელსაც გააჩნია - რომელი ქვეყნიდან შემოდის და როგორი ქიმიური პროცედურებია მასზე ჩატარებული", - განმარტა კლინიკის ხელმძღვანელმა.

ეპიდემიოლოგი რუსუდან ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ მეორად სამოსს ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია, მათ შორის ფეხის სოკოს გადატანაც. ხოლო დეზინფექციისთვის საჭირო ქიმიურ საშუალებას კი ალერგიის გამოწვევა შეუძლია.

"მეორადმა სამოსმა შესაძლოა გადაიტანოს მუნი (ბღერი - გავრცელებული პარაზიტული დაავადებაა. ახასიათებს ინტენსიური ქავილი), პედიკულოზი (დატილიანება, არის ადამიანის სხეულზე წვრილი სისხლისმწოველი მწერი).

"საშიშროება დეტალებშია - გააჩნია ტრანსპორტირებას, სად აბარებენ, როგორ აფასოებენ. შესაძლოა, სუფთად იყოს მეორადი სამოსი ჩაბარებული, თუმცა მას რა გზა აქვს გავლილი - ეს არავინ იცის.

"ქიმიკატი ალერგიას იწვევს. ამიტომ თუ ადამიანი მეორად სამოსს იყენებს, ვურჩევ, რომ გაურეცხავი სამოსი არ ჩაიცვან. ეს გამაღიზიანებელია და კანს ვნებს. მეორადი ფეხსაცმლის შემთხვევაში კი სოკოვანი დაავადებების დიდი რისკია", - განმარტა ხაჭაპურიძემ.

ლიკა გურაბანიძე
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (11)
07.11.2016
ნინი
რამდენად უსაფრთხოა მეორადი ტანსაცმელი ვინც იცით და ყიდულობთ საში არ არის ან როგირ ამუშავებთ სანამ ცაიცვამთ???
07.11.2016
ნინი
რამდენად უსაფრთხოა მეორადი ტანსაცმელი ვინც იცით და ყიდულობთ საში არ არის ან როგირ ამუშავებთ სანამ ცაიცვამთ???
მსგავსი სიახლეები
დღეს სწორედ იმის ფასს ვიხდით, რაზეც ”ქართული ოცნება” თავის დროზე გვპირდებოდა, რომ იყო უფასო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.
მე მხარს ვუჭერ იმ მიმართულებებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეკონომიკის ზრდა
”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვისა და სოციალური მუხლების დაფინანსება მცირდება
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ 2017 წლის დასაწყისში სააფთიაქო ქსელის „ფარმადეპოს“ შეძენას 25 მილიონ დოლარად გეგმავს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის 25-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.
სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის ბიურომ, 113-ე სხდომაზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ასოციაციაში გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირა მხარი.
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ სააფთიაქო ქსელის „ფარმადეპოს“ შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიამ გაავრცელა.
ამერიკული ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდი  GAP სხვადასხვა ქალაქში 65-მდე მაღაზიას დახურავს.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაგრძელდება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ ხელი მოაწერეს ოთხწლიან ჩარჩო ხელშეკრულებას
რუბრიკის სხვა სიახლეები
04.12.2016
მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაახლოებთ 150 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების გადახდას აარიდა თავი აარიდა.
სრულად
03.12.2016
თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
სრულად
03.12.2016
უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით 24-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა.
სრულად
03.12.2016
მთავრობის მიერ გახმოვანებული, მაგრამ შეუთანხმებელი და დაუზუსტებელი ”დედოლარიზაციის გეგმა” უშუალო კავშირშია ლარის კურსის ვარდნასთან
სრულად
03.12.2016
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობაა აკრძალული.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
04.12.2016
05.12.2016
USD
1
USD
2.5599
2.5599
EUR
1
EUR
2.7250
2.7250
GBP
1
GBP
3.2283
3.2283
RUB
100
RUB
3.9854
3.9854