ჯანმრთელობისთვის ყველაზე უსაფრთხო სამუშაო ადგილები

არც ერთი სამუშაო ადგილი არ არის ჯანმრთელობისათვის სრულიად უვნებელი. ერთი შეხედვით, უსაფრთხო საოფისე სამსახურმაც კი, შესაძლოა, სიკვდილი გამოიწვიოს. ამის მიზეზი კი სტრესული გარემო ან გამუდმებით ჯდომის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გახდეს.

თუმცა, ზოგიერთი სამუშაო გაცილებით უფრო მეტ რისკებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ბევრი სხვა. მაგალითად, ქიმიური ქარხნის ოპერატორად ან ექთნად მუშაობა გაცილებით დიდ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, ვიდრე კოლეჯის პროფესორად ან მუსიკალურ რეჟისორად მუშაობა.

„ბიზნეს ინსაიდერი“ აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე უსაფრთხო სამუშაო ადგილების სიას აქვეყნებს. რეიტინგის შედგენისას რამდენიმე ფაქტორია გათვალისწინებული, მათ შორის თუ რამდენად იწვევს სამუშაო დაავადებებს და ინფექციებს, ასევე დაბინძურებას, რამდენად სახიფათო პირობებში უწევს დასაქმებულს მუშაობა და რამდენად არის რადიაციის, დამწვრობის და კბენის საფრთხე.

გთავაზობთ ყველაზე უსაფრთხო სამუშაო ადგილების ჩამონათვალს:

1. უსაფრთხოებისა და სასაქონლო გაყიდვების სპეციალისტი

2. ისტორიის მასწავლებელი

3. გადამზადებისა და განვითარების სპეციალისტი

4. რეჟისორი, რომელიც მსახიობების შერჩევაზეა პასუხისმგებელი

5. მასაჟისტი

6. მსახიობი

7. ფილოსოფიისა და რელიგიის მასწავლებელი

8. სარეკლამო გაყიდვების სპეციალისტი

9. მუსიკალური ხელმძღვანელი

10. ეკონომიკის ლექტორი

11. კაზინოს თანამშრომელი, რომელიც ლოტებს ფულში ცვლის

12. ბიზნესის ლექტორი

13. ქორეოგრაფი

14. კარზე მოსიარულე გამყიდველი ან ქუჩის გამყიდველი

15. ფიტნესის ან აერობიკის ინსტრუქტორი

16. სტუმრების მიმღები რესტორნებსა და კაფეებში

17. პროდუქციის შემთავაზებელი