ბანკნოტები უჩვეულო დიზაინით, რომლებსაც დასახარჯად ვერ გაიმეტებთ
ბანკნოტები უჩვეულო დიზაინით, რომლებსაც დასახარჯად ვერ გაიმეტებთ
9 მარტი / 2016
ქაღალდის ფული 1000 წელზე მეტი ხნის წინ გაჩნდა. მას მერე სხვადასხვა ქვეყნის კუპიურები სულ უფრო ემსგავსებოდა ერთმანეთს, მაგრამ ხანდახან დღემდე ჩნდება კუპიურები, რომლებიც გვაოცებს.

გერმანული ნოტგელდი ვირებით და ეშმაკებით

პირველი სამამულო ომის დროს და შემდეგ გერმანიას გადასახურდავებლად ფული არ ჰყოფნიდა, მერე კი ჰიპერინფლაცია დაიწყო. ამიტომ, რეიხსბანკმა დაუშვა რეგიონული ვალუტა - ნოტგელდი, ”იძულებითი ფული”. იგი ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაჩნდა, მაგრამ ყველაზე დიდი ბრუნვა მაინც გერმანიაში იყო. გერმანულ ნოტგელდს ადგილობრივი ხელისუფლება და ზოგიერთი მეწარმე უშვებდა, მას ქაღალდისგან, ფაიფურისგან და დაპრესილი ნახშირისგან ამზადებდნენ. კუპიურებზე ვირები და ეშმაკები იყო გამოსახული. ბანკნოტები ბრუნვიდან თანდათან ამოიღეს 1923-1924 წლებში, როდესაც ხელისუფლებამ მარკა და რეიხსმარკა შემოიღო.

შვეიცარული ფრანკი ხელოვნების მუშაკთა პორტრეტების გამოსახულებით

1990-იანი წლების მეორე ნახევარში შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა კუპიურები შეცვალა - ისინი ვერტიკალური გახდა. ბანკნოტების ერთ მხარეს არქიტექტორ ლე კორბიუზეს, კომპოზიტორ ართურ ონეგერის, მხატვარ სოფი ტოიბერ-არპის, სკულპტორ ალბერტო ჯაკომეტის, მწერალ შარლ ფერდინანდ რამიუსა და კულტუროლოგ იაკობ ბურკჰარდის პორტრეტები იყო გამოსახული, მეორე მხარეს კი - მათი ბიოგრაფია.

სამოური ტალა მხიარული ფერებით

2008 წელს პაწაწინა სახელმწიფო ტალამ ახალი ბანკნოტები გამოუშვა. მათზე პეიზაჟები, ბავშვები, რაგბის ნაკრები, ცენტრობანკის შენობა, ტაძარი და ბელადი მალიეტოა ტანუმაფილი ll იყო გამოსახული. მაგრამ ყველაზე საინტერესო ბანკნოტის ფერებია: ატმისფერი, მკვეთრი ყვითელი, იასამნისფერი, ფირუზისფერი... მოკლედ, უდარდელი მხარის მხიარული ფერები.

ფუნტი, რომელიც ლონდონის მხოლოდ ერთ უბანში მოქმედებს

ბრიკსტონული ფუნტი ლონდონის მხოლოდ ერთ უბანში არის ბრუნვაში. ადგილობრივმა ენთუზიასტებმა 2009 წლის შემოდგომაზე გამოუშვეს ბანკნოტები, რათა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, მხარი დაეჭირათ ეკონომიკისთვის. მთავრობამ ეს იდეა მოიწონა. კუპიურებზე გამოსახულია მუსიკოსი დევიდ ბოუი, აქტივისტი ოლივ მორისი, მეცნიერი ჯეიმს ლავლოკი, კალათბურთელი ლუოლ დენგი და სხვა ცნობილი თანამემამულე. ბრიქსტონული ფუნტი ფუნტ სტერლინგს უტოლდება კურსით, მაგრამ კოლექციონერებისთვის იგი უფრო ძვირი ღირს. მაგალითად, 10 ფუნტიანი დევიდ ბოუის გამოსახულებით 15,7-21,5 ფუნტი სტერლინგი ღირს, საფოსტო ხარჯების ჩათვლით.

ზიმბაბვური 100 ტრილიონი დოლარი

ზიმბაბვეს 35-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ინფლაციამ პირველივე წელს უკვე 10% შეადგინა, 2008 წლის მეორე ნახევარში კი მისი რიცხვი 23 ციფრს ითვლიდა. ფასები სწრაფი ტემპით იზრდებოდა იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ვერაფერი უკეთესი ვერ მოიფიქრა გარდა იმისა, რომ არაფრით უზრუნველყოფილი ბანკნოტები გამოუშვა. ამიტომ, ზიმბაბვეში  მილიარდი და ტრილიარდი დოლარიანი კუპიურები შემოვიდა ბრუნვაში.

ყაზახური ვერტიკალურ-ჰორიზონტალური ტენგე

კოლექციონერთა ასოციაცია The International Bank Note Society (IBNS) 3 წლის განმავლობაში საუკეთესო კუპიურად ყაზახურ ტენგეს ირჩევდა. ერთი მხრიდან, ბანკნოტები ნომინალით 1000, 5000 და 10000 ტენგე, უნდა დაიჭირო ვერტიკალურად, როგორც შვეიცარული ფრანკი, მეორე მხრიდან - ჰორიზონტალურად. მათზე ყაზახელის მონუმენტი და მტრედებია გამოსახული, ასევე, პრეზიდენტის სასახლე, ყაზახეთის დამოუკიდებლობის მონუმენტი, პეიზაჟები. ყველაფერ ამას მკვეთრი წითელი, ყვითელი და იასამნისფერი ფერები გადმოსცემს.

მაღალტექნოლოგიური კანადური დოლარი

2011-2013 წლებში კანადის ბანკმა პოლიპროპილენისა და პოლიოლეფინისგან დამზადებული ბანკნოტების სერია გამოუშვა. ახალი დოლარები პირველი პოლიმერული კუპიურები არ ყოფილა მსოფლიოში, მაგრამ მაღალტექნოლოგიურ ფორმას წარმატებით გაუსვეს ხაზი მაკეტებში - სერია ”ფრონტირი” კანადური პროგრესის ისტორიად იქცა. ერთ მხარეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრები და დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ ll არიან გამოსახულნი, მეორე მხარეს კი - ტრანსკონტინენტალური რკინიგზა, ჯარისკაცების მემორიალი, ლაბორატორია ყინულმჭრელი ”ამუნდსენი”.

ნორვეგიული პიქსელური კრონა

2014 წლის გაზაფხულზე ნორვეგიის ბანკმა კონკურსი გამოაცხადა ახალი კუპიურის დიზაინზე. თემად ზღვა იქნა არჩეული. ფინალურ რაუნდში სტუდია Enzo Finger-მა გაიმარჯვა ფერადი მაკეტებით. ერთ მხარეს შუქურა, დრაკარი და ტალღა იქნება გამოსახული, მეორე კი ”პიქსელური” იქნება, აბსტრაქტული ნახატებით. ახალ კრონებს 2017 წლისთვის დაბეჭდავენ, მათი დიზაინი დამცავი ელემენტების გამო, შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს.

დოლარები - ვარიაცია თემაზე

მეორე მსოფლიო ომის დროს, იმის შიშით, რომ იაპონია ჰავაის ოკუპაციას მოახდენს, აშშ-მა გადაწყვიტა გამოეშვა ბანკნოტები ნომინალით 1$, 5$, 10$ და 20$, სიტყვით ”ჰავაი” ორივე მხარეზე, რათა განესხვავებინათ თავიანთი კუპიურები მტრის შესაძლო ყალბი კუპიურებისგან.

ამჟამად, ყველაზე მსხვილი ნომინალი გახლავთ 100, თუმცა იყო დრო, როდესაც დოლარი გაცილებით დიდი ნომინალებით გამოდიოდა - 200, 500, 1000 და 1 000 000-იანიც კი. ამ უკანასკნელს მხოლოდ სუვენირის სახით გამოსცემდნენ. მაგალითად, 1988 წელს მილიონიანი ბანკნოტი გამოუშვეს როგორც მილიონერთა საერთაშორისო კლუბის საწევრო ბილეთი.

უნგრული მილიარდი

მსოფლიოში ყველაზე დიდი ნომინალის მქონე ბანკნოტი 1946 წელს უნგრეთში გამოუშვეს ომის შემდგომი ინფლაციისა და დენომინაციის დროს. ბანკნოტის ნომინალი სიქსტილიონ პენგეს (უნგრეთის იმდროინდელი ვალუტა) უდრიდა, ანუ, მილიარდ ტრილიონს (1-ს მერე 21 ნული).
იხილეთ ფოტოგალერეა

დუდანა ზაქარაია

კომენტარები (1)
09.03.2016
წერე ქართულად!
ფოტოგალერიაში, ბოლო ბანკომატზე (ნორვეგიული 100 კრონა) საქართველოს ძველი დროშა ისახება :))
მსგავსი სიახლეები
რცხვენოდეს „თი-ბი-სი“ ბანკს და რცხვენოდეს „საქართველოს ბანკს“ გუშინდელი საქციელის გამო, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქართული 50-ლარიანი 2016 წლის საუკეთესო კუპიურების კონკურსზეა წარდგენილი.
დღეს სწორედ იმის ფასს ვიხდით, რაზეც ”ქართული ოცნება” თავის დროზე გვპირდებოდა, რომ იყო უფასო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.
ვალუტის კურსის ცვლილება ეს გახლავთ სიმპტომი დაავადების. დაავადება ეკონომიკაშია და არა მხოლოდ ფულად ერთეულში

ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვალუტის კურსთან დაკავშირებული პროცესი დროებითია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.73 ლარს მიაღწია.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის გაუფასურებას გამოეხმაურა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ნოემბრის თვეში, მოქალაქეების დახმარების მიზნით, 147 270 ლარის დაფინანსება გასცა.
ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.68 ლარს მიაღწია.
ეკონომისტი აკაკი ცომაია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას სესხის ლარში კონვერტაციასთან დაკავშირებით „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
02.12.2016
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სასწავლო კურსის „მაკროეკონომიკური დიაგნოსტიკა“ დახურვის ცერემონია გაიმართა.
სრულად
02.12.2016
მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.
სრულად
02.12.2016
პარლამენტს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის გაგრძელება “საბიუჯეტო კოდექსით“ და რეგლამენტით დადგენილი წესებისთვის გვერდის ავლით მოუწევს.
სრულად
02.12.2016
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ”ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ (მოხეს კომისია) მორიგი სხდომა გაიმართა.
სრულად
02.12.2016
ეს არის უპრეცედენტო, პირველი გადაწყვეტილება, როდესაც DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი პირველად შევა ევროკავშირის ბაზარზე
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
02.12.2016
03.12.2016
USD
1
USD
2.5871
2.5599
EUR
1
EUR
2.7491
2.7250
GBP
1
GBP
3.2561
3.2283
RUB
100
RUB
4.0403
3.9854