ფულის შოვნის "მარტივი" გზა ინტერნეტით
ფულის შოვნის "მარტივი" გზა ინტერნეტით
8 მარტი / 2016
მატერიალისტურ სამყაროში თითქმის ყველაფერი ფულადი ერთეულით იზომება. ფულის გამომუშავების ან შოვნის მრავალი მეთოდი არსებობს. ზოგი დღეში 1-2 საათი წაიმუშავებს, ზოგი კი დილიდან ღამემდე მუშაობით წელში წყდება. ამ ყველაფერთან ერთად, არსებობს ინტერნეტით თანხის შოვნის საშუალებაც.

ფორექსი, სხვადასხვა სახის დავალებები, საიტების მონახულება - ეს მხოლოდ მცირედია იმ შესაძლებლობებიდან, რომელსაც ინტერნეტ-სივრცე გვთავაზობს. მრავალი ადამიანია ჩართული სარეკლამო ბიზნესში, google-ის გამოყენებით შესაძლებელია ფულის გამომუშავება რეკლამების განთავსებით, როგორც საკუთარ საიტზე, ისე youtube-ის არხზე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი მოითხოვს მუშაობას და დიდი ენერგიის ჩადებას საქმეში. მოგება შეიძლება მიზერულიც იყოს და ძალიან დიდი, თუმცა, ყველაფერი მომხმარებელზეა დამოკიდებული.

მათთვის კი, ვისაც ეზარება მთელი დღე წვალება და თვეობით მუშაობა, სხვა ვარიანტებიც არსებობს. ფინანსური პირამიდები ახალი ხილი არაა მოსახლეობისთვის. ეს სახელი უმეტესობას ახსენებს წარსულ პერიოდს, როდესაც ხალხი ცდილობდა გაურკვეველი მეთოდებით ეშოვნა ფული. ამაში სხვებსაც ითრევდნენ და საბოლოოდ ყველა მაინც მშრალზე რჩებოდა. თანამედროვე სამყაროში, როდესაც პირადი ცხოვრებაც კი ინტერნეტ სივრცეშია გადატანილი, გასაკვირი არაა, რომ ხსენებულმა მეთოდმაც ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა.

არსებობს სხვადასხვა ტიპის საიტები, ისინი არსით ჩვეულერივი პირამიდებია. პროექტებში თანხა ახალი მოთამაშეების ინვესტიციის ხარჯზე, თავად მომხმარებლებს შორის ბრუნავს. ყველა ამ პროექტს სხვადასხვანაირი შინაარსი აქვს, ამას საიტის ლეგენდა ეწოდება. მაგალითად, არსებობს საიტი, სადაც მომხმარებელი უბრალოდ თამაშობს. შეაქვს საიტზე ფული, ყიდულობს ძროხას, ქათამს... და შემდეგ მიღებულ პროდუქტს ყიდის და რეალური თანხა ანგარიშზე გამოაქვს. ესაა პირამიდის კლასიკური ვარიანტი, თამაში და სხვა გასართობი მხოლოდ დროის გაწელვაა მისი შემქმნელისთვის. მომხმარებლებს შეაქვთ თანხა, მათ კიდევ ემატებიან ახალი მომხმარებლები თავიანთი ფულით. თანხის რაოდენობა იზრდება. ძველი მომხმარებელი მოგებას იღებს ახლის ხარჯზე, რადგან მისი შეტანილი ფული გამოაქვს. ამგვარ თამაშის სტილის პირამიდებს ზოგადად ფერმის სახელით მოიხსენიებენ.
განაგრძეთ კითხვა

ვაჩე ხრიკული
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდის” ფეხბურთელები კლუბისგან 3 თვის ხელფასის გადახდას ითხოვენ. როგორც კლუბის ფეხბურთელებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს
ლარის გაუფასურება ბევრი ქართული ოჯახის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახა. გთავაზობთ აპრობირებულ მეთოდებს, თუ როგორ უმკლავდებიან ეკონომიკური კრიზისისას სხვადასხვა ქვეყნების ოჯახები ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეულ ზედმეტ ხარჯებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ნოემბრის თვეში, მოქალაქეების დახმარების მიზნით, 147 270 ლარის დაფინანსება გასცა.
დღეს ბიზნესს მხოლოდ ბანკების ეშინია, - აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შეხვედრისას გააკეთა.
კომპანია 6 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული.
"ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხის ნაცვლად სამ ძირითად მოთამაშეს მივიღებთ"
თბილისის ინტერნეტ-ფორუმზე დღეს ინტერნეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ფეისბუქ ქველმოქმედების, ასევე როგორ განამტკიცა უკრაინამ ციფრული პოზიციონირება რევოლუციისა და ომის დროს - საკითხები განიხილეს.
მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვიყავი და გამაჩნია იმის ინტელექტი, რომ სწორად მიმემართა თანხები და დღეს არავისზე არ ვიყო დამოკიდებული
ტერმინი "შავი პარასკევი" აშშ-ში 1966 წლიდან დამკვირდა. აშშ-ში ეს დღე მადლიერების მეორე დღეს აღინიშნება და როგორც წესი ნოემბრის ბოლო პარასკევს ემთხვევა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
03.12.2016
თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
სრულად
03.12.2016
უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით 24-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა.
სრულად
03.12.2016
მთავრობის მიერ გახმოვანებული, მაგრამ შეუთანხმებელი და დაუზუსტებელი ”დედოლარიზაციის გეგმა” უშუალო კავშირშია ლარის კურსის ვარდნასთან
სრულად
03.12.2016
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობაა აკრძალული.
სრულად
03.12.2016
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის ინიციატივით სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
03.12.2016
04.12.2016
USD
1
USD
2.5599
2.5599
EUR
1
EUR
2.7250
2.7250
GBP
1
GBP
3.2283
3.2283
RUB
100
RUB
3.9854
3.9854