50-თეთრიანი მონეტები 100 ლარად იყიდება?

სოციალურ ქსელებში ძველ 50 თეთრიანებთან დაკავშირებით დაწყებულმა აჟიოტაჟმა მშრალ ხიდზეც გადაინაცვლა. კოლექციონერები, რომლებიც სხვადასხვა მონეტებით ვაჭრობენ, ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მათ ხშირად სთავაზობენ ძველი, 50 თეთრის ღირებულების მონეტის შესყიდვას. თუმცა კოლექციონერები ყიდვაზე უარს ამბობენ, რადგან მათი თქმით, დასახელებული ფასი, რომელიც 1 ლარიდან 50 ლარამდე მერყეობს, არარეალურია. მონეტებით მოვაჭრეები ამბობენ, რომ ძველ 50 თეთრიანში ღირებული მეტალი არ ურევია და სავარაუდოდ, მათი ძვირად გაყიდვის მცდელობა კონკრეტულ ინტერესებს უკავშირდება.

სოციალურ ქსელებში ბოლო ერთი თვეა ძველი 50 თეთრის ღირებულების მონეტის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავრცელდა. სოციალურ ქსელებში, ერთ ცალ ძველ 50 თეთრიანს 2 ლარიდან 100 დოლარამდე ყიდიან.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე