ოქრო გაძვირდა - რომელია ოქროს რეზერვის მქონე უმსხვილესი ქვეყნები?

ოქროს ფასი გაიზარდა. ერთი კვირის განმავლობაში ძვირფასი მეტალი მსოფლიო ბაზარზე გაძვირდა. ბოლო მონაცემებით, ერთი უნცია ოქროს ფასი 1272 დოლარი ღირს, მაშინ როდესაც მაგალითად, 2 მარტს 1225 დოლარი ღირდა.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ცენტრალური ბანკები ვეღარ ახერხებენ საკმარისი რაოდენობის ოქროს შენახვას.

ოქროს მსოფლიო საბჭოს ანგარიშის მიხედვით, ცენტრალურმა ბანკებმა 2015 წლის მეორე ნახევარში თავიანთ რეზერვებს 336.2 ტონა ოქრო დაამატეს.

„ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები კვლავ მაღალია. ნავთობის ფასი მცირდება, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტია, ჩინეთი ეკონომიკურ დაღმასვლას განიცდის. ეს მოქმედი ფაქტორების მცირედი ჩამონათვალია. ამ ფონზე, ოფიციალური სექტორული ინსტიტუტები აცნობიერებენ, რომ საჭიროა მათი სარეზერვო პორტფოლიოს დივერსიფიკაცია“, - აღნიშნულია ოქროს მსოფლიო საბჭოს ანგარიშში.

საბჭოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, „ბიზნეს ინსაიდერი“ მსოფლიოში ოქროს ყველაზე დიდი რეზერვების მქონე ქვეყნების რეიტინგს გთავაზობთ:

1. აშშ - 8133.5 ტონა ოქრო

2. გერმანია - 3381.0 ტონა ოქრო

3. იტალია - 2451.8 ტონა ოქრო

4. საფრნაგეთი - 2435.6 ტონა ოქრო

5. ჩინეთი - 1762.3 ტონა ოქრო

6. რუსეთი - 1392.9 ტონა ოქრო

7. შვეიცარია - 1040.0 ტონა ოქრო

8. იაპონია - 765.2 ტონა ოქრო

9. ნიდერლანდები - 612.5 ტონა

10. ინდოეთი - 557.7 ტონა ოქრო