ერთ კვირაში 200 ლარით 1000-მდე მძღოლი დაჯარიმდა
ერთ კვირაში 200 ლარით 1000-მდე მძღოლი დაჯარიმდა
9 მარტი / 2016
საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძის თქმით, 2016 წლის 25 თებერვლიდან 2 მარტამდე დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის 7 ათასზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული, მათ შორის ათასამდე პირი 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომაციით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევის დროს მძღოლი 200 ლარით მხოლოდ იმ შემთხვევაში ჯარიმდება, თუ საავარიო ვითარებას ან საცობს ქმნის.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს ამკრძალავი ნიშნების "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 10 ლარის ოდენობით.

"მოქმედი კანონმდებლობით, უფრო მკაცრი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა დაწესებული, როდესაც ზემოაღნიშნული დგომა-გაჩერების წესების დარღვევას მოჰყვება საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რამაც საცობი გამოიწვია. ეს ითვალისწინებს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

"მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, დამრღვევი შეიძლება გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და უფლებამოსილი პირი მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლოს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ანალიზიდან გამოიკვეთა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მძღოლთა მიერ დგომა-გაჩერების წესების უგულებელყოფის შემთხვევები, რაც გამოიხატება სატრანსპორტო საშუალების გზის სავალი ნაწილის სამოძრაო ზოლში გაჩერებით.

"იმ პირობებში, როდესაც ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და, შესაბამისად, მოძრაობის ინტენსივობის ზრდას, ამგვარ შემთხვევები მნიშვნელოვნად აფერხებს საგზაო მოძრაობას და ქმნის მისი პარალიზების მაღალ რისკს. აღნიშნული გარემოებების გამო, შსს-ს საპატრულო პოლიცია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იძულებულია გაამკაცროს ადმინისტრირება დგომა-გაჩერების ისეთ დარღვევებზე, რომლებიც იწვევს საგზაო მოძრაობის შეფერხებასა და ე.წ. საცობის შექმნას", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

როგორც საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე "რეზონანსთან" საუბრისას 200-ლარიან ჯარიმებთან დაკავშირებით აცხადებს, ჯარიმა მკაცრია მაგრამ სამართლიანი. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში დგომა-გაჩერების დარღვევაზე ათასამდე 200-ლარიანი ჯარიმაა გამოწერილი.

დაჯარიმების მიზანი ადამინის ცნობიერებაზე მოქმედი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც აიძულებს ადამიანს, შემდგომში მსგავსი დარღვევა აღარ გაიმეოროს. თუ ადამიანს უნდა, რომ მანქანა გზის მეორე რიგში გააჩეროს, თავად გადავიდეს მანქანიდან და შეიქმნას საცობი, ეს არ გამოვა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის აღსრულება არის ერთი საქმე, მეორეა ის, რომ ადამიანი არ აღრვევდეს საგზაო მოძრაობის წესებს, ანუ მაღალი საგზაო კულტურა გააჩნდეს.

პატრული ახლა ებრძვის შედეგს და არა მიზეზს. შედეგი კი დაბალი საგზაო კულტურაა, მე
You must have Flash Player installed in order to see this player.
მხედველობაში მყავს ის ადამიანები, რომლებსაც დემონსტრაციულად, მაგალითად, სკოლასთან მეორე რიგში ჰყავთ გაჩერებული მანქანა და სანამ შვილს სკოლაში არ დააბინავებს, მანამდე მანქანას ადგილიდან არავითარ შემთხვევაში არ დაძრავს. აი, ამაზეა საუბარი.

25 თებერვლიდან დაიწყო ადმინისტრირების გამკაცრება. 25 თებერვლიდან 2 მარტამდე დგომა-გაჩერების დარღვევაზე 7500-მდე ჯარიმა არის გამოწერილი, ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. აქედან ათასამდე მძღოლს 200-ლარიანი ჯარიმა აქვს გამოწერილი, დანარჩენი კი სიტყვიერი გაფრთხილება და 10-ლარიანი ჯარიმებია.

"არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად ეს არის ერთ-ერთი მიდგომა, რომელიც შეცვლის გზებზე არსებულ სიტუაციას. კიდევ ვიმეორებ, რომ სანამ ევროპული ყაიდის ავტოსკოლები არ შეიქმნება, სადაც იქნებიან მაღალი რანგის ინსტრუქტორ-პედაგოგები და სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებში აკრედიტებული ინსტიტუტები, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა ინსტრუმენტითა და ცოდნით აღჭურვილ მძღოლებს არ მოამზადებენ, მანამდე არაფერი გვეშველება.

"ბოლო დროს თბილისში გავრცელდა ხმა, რომ პატრული არავის აღარ ინდობს. მე შევასწორებდი ამ გამოთქმას, რომ კანონი აღარ ინდობს არავის. როდესაც კანონი თითოეული მოქალაქისთვის არის თანაბარი, ანუ გამგებლის მოადგილე იქნება, რომელიმე პარლამენტარის თუ გუბერნატორის მძღოლი, შავ ჯიპზე ამხედრებული ვიღაც ცნობილი სახე თუ რიგითი მოქალაქე და კანონი თანაბრად მიუდგება ყველას, დამერწმუნეთ, რომ საშიში არაფერი არის", - აცხადებს შალვა ოგბაიძე.

გვანცა ღედაშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (31)
11.03.2016
არრა
არაფრიდან პრობლემას ვქმნით ქართველები, მერე კი ვწუწუნებთ და ვეძებთ დამნაშავეს– პოლიციას, მთავრობას, ცუდ გზას, შუქნიშანს, პარკირებისპრობლემას და ა. შ. ვისშავლოთ მართვის კულტურა და კანონს დამორჩილება “ევროპელო“ ვაი–ქართველებო და აღარ მოგვიწევს 200–ლარიანი ჯარიმების გადახდა!!! ყველა უცოდინარმა და მცოდნე მძღოლმა იცის “ავარიული შუქების“ ჩართვა და ...აბა ჰე... აჩერებენ მეორეჰ ხან მესამე რიგშიც კი ჩვენი ტრა...ნი ჯიგიტები“ და ფეხებზე იკიდებენ კანონ–წესრიგის მოყვარულ დანარჩენ მძღოლებს!! თავი გმირთა–გმირად და მაჩოდ მიაჩნიათ ამ მრავალ ხიოებს და არ ესმით რომ ეს არის ...ელემენტარული უსინდისოჰა და სხვისი უპატივისმცემლობა!!! კახური ანდაზა კი ღაღადებს რომ...“ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო“, მაგრამ როცა თბილისის ქუჩებში ვირების სიჭარბე არის, ისინი კანონმა უნდა დასაჯოს!!!! ასევე უნდა გამკაცრდეს ტროტუარებზე გაჩერებული მანქანების დაჯარიმება, რამეთუ ფეხით მოსიარულეს ამის გამო გზის სავალ ნაწილზე უწევს სიარული ი ძ უ ლ ე ბ ი თ!!!! მკაცრად უნდა დაისაჯონ ასევე ყველა მარშრუტის მძღოლი, რომლებიც ყველგან აჩერებენ სამარშრუტო ავტობუსს სპეციალური გაჩერების ადგილის გარდა და ასევე ქმნიან საცობებს და ვაკხანალიას. ამით გავირებული ფეხით მოსიარულეც მიეჩვევა დისციპლინას და გაიგებს , რომ ტრანსპორტში ჩაჯდომა ცივილიზებურ ქვეყანაში ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე ადა არა იქ, სადაც ხელს დავიქნევთ!!! დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენმა საგზაო პოლიცია შესძლებს ამის გაკევებას, თბილისში საცობების პრობლემა ბევრგან მოგვარდება და .... მერე იქნებ ისიც ისწავლოს ქართველმა მძღოლმა, რომ ერთი რიგრდან მეორე რიგში გადასვლისას უნდა ჩარვო “პავაროტნიკის“ შუქმაჩვენებელი!!!!!!!!!!!!!!!!!
10.03.2016
ფულის ამოღება
რამდენი ხანი იქნება ჰა ჰა ერთი თვე მერე აღარ დაწერენ აქამდე არ იყო მასე
მსგავსი სიახლეები
იაპონურმა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელმა კომპანია Lexus-მა საკუთარი ლოგოთი დამშვენებული პირველი სპორტული იახტა წარადგინა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კასპი-კავთისხევის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, მდინარე მტკვარზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის ფასის მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ავტოიმპორტიორთა ნაწილი მოთხოვნის მკვეთრ ზრდას არ ელოდება.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ100 (ხაიში-ლახამულა) მონაკვეთზე, მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა.
ქუთაისში არსებული კერძო ტაქსების მფლობელები და მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ავტომანქანებით პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ.
ცენტრალური ავტომაგისტრალის ზესტაფონის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია.
მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟება სამჯერ გაძვირდა.
ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford მექსიკაში ავტომობილების ქარხანას აღარ ააშენებს.
1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი, სათამაშო ბიზნესზე კი მოსაკრებლის ოდენობა გაიზარდა.
“თეგეტა მოტორსი” ავტომფლობელებს უპრეცენდენტო შეთავაზებას სთავაზობს. ”მხოლოდ 29, 30 და 31 დეკემბერს, ისარგებლეთ „თეგეტა მოტორსის“ უპრეცენდენტო, საახალწლო შეთავაზებით.
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.01.2017
ნაძალადევის რაიონში, ავშნისა და ნუშის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება.
სრულად
18.01.2017
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას „გაზპრომთან“ დაკავშირებით „დაუფიქრებელს“ უწოდებს.
სრულად
18.01.2017
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულ ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
სრულად
18.01.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად" გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
სრულად
18.01.2017
შპს ”სოკარ ენერჯი ჯორჯია” გაცნობებთ, რომ შპს ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”-სა და შპს ”სოკარ ჯორჯია გაზი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა დავით ზუბიტაშვილი.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
18.01.2017
19.01.2017
USD
1
USD
2.6543
2.6624
EUR
1
EUR
2.8335
2.8440
GBP
1
GBP
3.2271
3.2758
RUB
100
RUB
4.4828
4.4972