"კავკასუსი" რეალურად, ერთი ჯიბიდან მეორეში გადავა
"კავკასუსი" რეალურად, ერთი ჯიბიდან მეორეში გადავა
11 მარტი / 2016
"ვიმპელკომი" "კავკასუსის" ვალდებულებების დაფარვას საწესდებო კაპიტალში შენატანით აპირებს. სწორედ ეს ახალი წინადადება დააყენა კომპანიამ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიის გუშინდელ სხდომაზე. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მარეგულირებელმა კი აქციონერებთან შეხვედრა და აღნიშნული საკითხის განხილვა მოითხოვა, რის შემდეგაც კომისიაში მორიგი ზეპირი მოსმენა გაიმართება. "კავკასუს-ბილაინის" შესაძლო შერწყმას მარეგულირებელი უკვე 25 მარტს განიხილავს.

უკვე რამდენიმე თვეა "კავკასუს-ონლაინის" გასხვისებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი არ ცხრება. მას შემდეგ, რაც კომპანიის საცალო სეგმენტის ყიდვის სურვილი რუსულმა "მობიტელმა" ("ვიმპელკომი") გამოთქვა, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილმა ეს ფაქტი გააკრიტიკა და ხელისუფლებას ქართულ ინტერნეტ-ბაზარზე რუსული კომპანიის შემოსვლის აღკვეთისკენ მოუწოდა. "კავკასუს-ონლაინსა" და "ვიმპელკომს" შორის კი მოლაპარაკება, პრაქტიკულად, დასრულებულია, გარიგებაც მალე შედგება.

"ვიმპელკომი", იგივე "მობიტელი" ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე "ბილაინის" ბრენდით 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ბაზარზე შემოსვლას წინა ხელისუფლების ინტერესებს უკავშირებდნენ. როგორც ორიოდე წლის წინ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებდა, მიხეილ სააკაშვილი ამ კომპანიაში 40%-იან წილს ფლობდა. ეს ინფორმაცია, მართალია, დღემდე დაუდასტურებელია, თუმცა "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სააკაშვილი "ბილაინში" ამ წილს ისევ ინარჩუნებს.

"ეჭვი არ მეპარება, რომ ისეთი სიბინძურე ამოტივტივდება გარკვეული დროის შემდეგ, შეიძლება, თმები ყალყზე დაგვიდგეს. თუნდაც თანხებთან დაკავშირებით. არავისთვის არის უცხო და თუნდაც ბენდუქიძის ინტერვიუ გაიხსენეთ, სადაც ის ჩიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ "მაგთის" და "ჯეოსელს" სიხშირე ჩამოაჭრეს და კომპანია "ბილაინს" გადასცეს. ეს ყველაფერი მოხდა სააკაშვილის დავალებით, იმის სანაცვლოდ, რომ სააკაშვილმა "ბილაინში" 40% მიიღო", - ეს განცხადება ორიოდე წლის წინ ირაკლი ოქრაშვილმა "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" გააკეთა.

რაც შეეხება "კავკასუს ონლაინს", კომპანია მამია სანადირაძემ დააფუძნა, თუმცა მას წინა ხელისუფლებამ კომპანია "წაართვა". ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სანადირაძემ "ოცნების" დაპირებული "სამართლიანობის" აღდგენის დაიჯერა და "კავკასუსის" დაბრუნებისთვის ბრძოლა დაიწყო, თუმცა "ნაციონალების" მმართველობის წართმეული ქონება სანადირაძეს არავინ დაუბრუნა. მეტიც, როგორც მან "რეზონანსს" რამდენიმე დღის წინ განუცხადა, პროკურატურამ მისი საქმე პრაქტიკულად, "თაროზე შემოდო".

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "კავკასუს ონლაინის" მფლობელები "ნაციონალების" ხელდასმულები არიან, "ბილაინის" 40%-იანი წილი კი სააკაშვილს ეკუთვნის, გამოდის, რომ "ვიმპელკომის" მიერ "კავკასუსის" შეძენით ფული ერთი ჯიბიდან მეორეში გადავა. აქ, პრაქტიკულად, ახალი არაფერი ხდება, მხოლოდ ის, რომ "ნაციონალური" ბიზნესი ერთიანდება", - უთხრა "რეზონანსს" წყარომ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჯერ მარეგულირებელი კომისია და შემდგომ კი "კავკასუსი" და "მობიტელი", ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა 25 მარტს გაიმართება. ამასობაში კი კომპანიებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და ოფიციალურ გარიგებასაც ხელი მალე მოეწერება.

გუშინდელ სხდომაზე კი, როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განაცხადეს, "ბილაინმა" განაცხადა, რომ "კავკასუს ონლაინის" ვალდებულებებს საწესდებო კაპიტალში შენატანებით დაფარავს და ასევე შეიძენს კომპანიასაც.

"კომისიამ კომპანიას აქციონერების თანხმობა მოსთხოვა, რადგან გაარკვიოს, არიან თუ არა ისინიც თანახმანი, რომ კაპიტალური შენატანი განახორციელონ. საჯარო მოსმენამდე კომპანიასთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, სადაც კომპანიასთან ერთად მარეგულირებელი კომისია ამ დეტალებს განიხილავს. ამ განხილვების შემდეგ კი გაიმართება ზეპირი მოსმენა 25 მარტს", - განუცხადეს "რეზონანსს" კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში.

ამ დროისთვის "ბილაინის" აბონენტთა რაოდენობა 1 205 201-ს შეადგენს, რაც მთლიანი აბონენტების დაახლოებით 25%-ია. იმ შემთხვევშაი, თუ "კავკასუსის" საცალო სეგმენტის მფლობელიც ის გახდა, რუსული "მობიტელი" საქართველოს ინტერნეტ და სატელეკომუნიკაციო ბაზრის საკმაოდ დიდ ნაწილს გააკონტროლებს. "ვიმპელკომი" გახდება ინტერნეტის 32,4%-ის, მაუწყებლობის ტრანზიტის - 14%-ის და ფიქსირებული კავშირგაბმულობის 0,4%-ის მფლობელი. ეს კი, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ რუსები საქართველოში კიდევ ერთ სტრატეგიულ ბიზნესს ჩაიგდებენ ხელში.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით, დღეს "კავკასუსის" ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობა 158 146 აბონენტს შეადგენს, რაც მთლიანი აბონენტების 32,4%-ია. სამაუწყებლო სივრცეში "კავკასუს ონლაინის" წილი დაახლოებით 13,8%-ია, ანუ "კავკასუსის" ტელევიზიით 53 361 აბონენტი სარგებლობს, მთლიანად ინტერნეტ-ტელევიზიას 384 268 აბონენტი ჰყავს.

ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"

You must have Flash Player installed in order to see this player.
კომენტარები (2)
11.03.2016
მერა
კავკასუსი მიშიკოს მიერ ხელდასმული ხვიჩა მაქაცარიას საკუთრებაა,რომელიც საქართველოში ჩამოსვლამდე მოსკოვში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.სწორედ მისი ჩამოყვანილია ბილაინიც და მისი შუამდგომლობით დათანხმდა მიშა ბილაინის შემოსვლაზე,თან რა თქმა უნდა წილიც მიიღო.რუსული ფულით იყიდა მაქაცარიამ საქართველოში ბიზნესები მიშას ხელშეწყობით და ეხლა ყველანაირად ცდილობს ეს სტრატეგიული დარგი რუსებს ჩააგდებინოს ხელში.ძირითადად რუსულ ფულში ბანაობდა მიშიკო,სხვას კი ამისთვის აკრიტიკებდა.
11.03.2016
გივი
1. ამ დროისთვის "ბილაინის" აბონენტთა რაოდენობა 1 205 201-ს შეადგენს, რაც მთლიანი აბონენტების დაახლოებით 25%-ია. იმ შემთხვევშაი, თუ "კავკასუსის" საცალო სეგმენტის მფლობელიც ის გახდა, რუსული "მობიტელი" საქართველოს ინტერნეტ და სატელეკომუნიკაციო ბაზრის საკმაოდ დიდ ნაწილს გააკონტროლებს. "ვიმპელკომი" გახდება ინტერნეტის 32,4%-ის, მაუწყებლობის ტრანზიტის - 14%-ის და ფიქსირებული კავშირგაბმულობის 0,4%-ის მფლობელი. ეს კი, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ რუსები საქართველოში კიდევ ერთ სტრატეგიულ ბიზნესს ჩაიგდებენ ხელში. 2. "კავკასუსი" რეალურად, ერთი ჯიბიდან მეორეში გადავა დასკვნა რუსებს ეს ბიზნესი უკვე ჩაგგდებული აქვთ ხელში და ჯიბეშიც უდევთ (ახლა არ იგდებენ).
მსგავსი სიახლეები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შპს „TV ERA“-ს, რომელიც მომსახურებას ქ. ბათუმში ეწევა, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო 11 278 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის დებულების პროექტი შეიმუშავეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრებს შეხვდა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიიჩნევს, რომ შპს „მობიტელი“ („ბილაინი“) დღეის მდგომარეობით სატენდერო პირობებს 3G/UMTS ტექნოლოგიით მომსახურების ნაწილში ვერ აკმაყოფილებს
„მთავრობასა და კერძო სექტორს შორის სათანადო კომუნიკაცია არ იყო“ - ამის შესახებ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, მაია მელიქიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 29 დეკემბრის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა.
„პატრიოტთა ალიანსი“ იპოთეკარებისა და ძველი საბჭოთა ანაბრების საკითხებზე საგანგებო სამთავრობო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სს „სილქნეტმა“ და შპს “საქართველოს მედია ქსელმა“ ერთობლივი წერილით მიმართეს.
ჭიათურის მაღაროში მემანქანის პაატა ღავთაძის დაღუპვის ფაქტს სპეციალური კომისია შეისწავლის.
დიდუბის რაიონში მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება, - ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.04.2017
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ერთხმად დაუჭირა მხარი.
სრულად
28.04.2017
პირველად საჯარო სექტორში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საპილოტე რეჟიმში თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ დანერგა.
სრულად
28.04.2017
ჩვენ არ გვითქვამს, რომ უნდა დაიხუროს „ელიავას ბაზრობა“, თუმცა შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში
სრულად
28.04.2017
ახალი რეგულაციით „თბილისის მიკროავტობუსს“ ტარიფის გაზრდის უფლება ჩამოერთვა და ტარიფის რეგულირება თბილისის მერიის კომპეტენციაში გადმოვიდა
სრულად
28.04.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი პროექტის PAFAI (Promoting Access to Finance and Agri Insurane) შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.04.2017
29.04.2017
USD
1
USD
2.4751
2.4416
EUR
1
EUR
2.6996
2.6701
GBP
1
GBP
3.1939
3.1604
RUB
100
RUB
4.3579
4.2768