როგორ შოულობენ ფულს პატარა ქვეყნები
როგორ შოულობენ ფულს პატარა ქვეყნები
13 მარტი / 2016
ისეთი პატარა ქვეყნები, როგორიც ერითრეა, ტუვალუ ანაც დომინიკაა, არასდროს მიეკუთვნებოდნენ ეკონომიკურად ძლიერ და მდიდარ ქვეყნებს. 

სწორედ ამიტომ თვითგადარჩენის მიზნით ასეთი ქვეყნები ფულის მოსაზიდად ახალ მეთოდებს მიმართავდნენ.
სენტ-კიტსი და ნევისი
პატარა კარიბული ქვეყანა სენტ-კიტსი და ნევისი, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 48 ათასი ადამიანია, შემოსავლის ერთადერთი წყარო კი შაქრის წარმოება, არასდროს იყო ძლიერი და მდიდარი ქვეყანა. თუმცა 2006 წელს შვეიცარიელი იურისტის კრისტინ კალინის დახმარებით, ქვეყანაში ახალი პროგრამა აამუშავეს. პროგრამის ტანახმად, უცხოელი ინვესტორი, რომელიც ადგილობრივ უძრავ ქონებაში 400 ათასი დოლარის ინვესტირებას მოახდენდა სენტ-კიტსი და ნევისის მოქალაქე ხდებოდა და მოქალაქეზე მორგებული ლოალური საგადასახადო მექანიზმით სარგებლობდა. პროგრამის დახმარებით, ქვეყანაში 2013 წლისთვის 100 მილიონი დოლარი შევიდა, რომ მშპ-ის დაახლოებით 13% იყო.
ნიუე
წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელშიც 1 190 ადამიანი ცხოვრობს. მრავალი წლის განმავლობაში ნიუეს ეკონომიკის მთავარი საყრდენი სოფლის მეურნეობა, თევზჭერა და ტურიზმი იყო. თუმცა, 1980-იან წლებში როდესაც ქვეყნის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი სატელეფონო კოდის გამოყენებაზე, ქვეყანაში დიდძალი თანხა შევიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქვეყნის ახალი ბიზნესის შემოსავლის მთავარი წყარო ინტიმური ტელეფონის მომსახურებისთვის ნიუეს სახელმწიფო სატელეფონო ნომრის შეთავაზება იყო. მომსახურების სანაცვლოდ ადგილობრივმა სატელეფონო კომპანიებმა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემომავალ ზარებზე უზარმაზარი ტარიფები დააწესეს.
ტუვალუ
კიდევ ერთი პაწაწინა სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, რომლის მოსახლეობაც 11 ათასი ადამიანია. ტუვალუ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა, რომელსაც ფაქტობრივად არაფერი გააჩნია ეკონომიკური შემოსავლის თვალსაზრისით. წლების განამვალობაში, ქვეყანამ ნიუეს მაგალითს მიბაძა და საკუთარი სატელეფონო ხაზების გაყიდვა დაიწყო, რამაც ტუვალუს ბიუჯეტს თვეში 50 ათასი დოლარი მოუტანა, რაც ბიუჯეტის დაახლოებით 10%-ია. თუმცა ყველაფერი 1999 წელს შეიცვალა, როდესაც ტუვალუს ინტერნეტ-დომენი Tv მიენიჭა. დომენის გამოყენებაზე ტენდერი გამოაცხადდა, რომლის შედეგად გამარჯვებულმა კომპანიამ ქვეყანას 30 მილიონი დოლარი გადაუხადა, რითიც ტუვალუს მშპ თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, ტუვალუ ყოველწლიურად იღებს 1 მილიონ დოლარს დომენის გამოყენების სანაცვლოდ.
ნაურუ
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა რესპუბლიკის მოსახლეობა 9 540 ადამიანია. დამოუკიდებლობის პირველ წლებში ნაურუ საკმაოდ მდიდარი ქვეყანა იყო ფოსფატების ექსპორტის წყალობით, რის გამოც თითქმის ყველა ადგილობრივს ძვირად ღირებული სახლები და მანქანები ჰყავდა. თუმცა 90-იანი წლების
You must have Flash Player installed in order to see this player.
დასაწყიში ნაურუმ უცხოურ წარმოებებში დაიწყო ინვესტირება, რაც წამგებიანი აღმოჩნდა. ნაურუს ეკონომიკური მდგომარეობა კი ფაქტობრივად მას შემდეგ გაუარესდა, რაც ქვეყნამ 2 მილიონი ფუნტის ინვესტირება მოახდინა ვესტ-ენდში მუსიკალური პიესის დადგმაში. ეკონომიკური კრიზისის თავდასაღწევად ნაურუს ხელისუფლებამ მოქალაქეობის უფლების მინიჭება გადაწყვიტა იმ პირებისთვის, ვისაც ავსტრალიაში შეშვება ეკრძალება.
დომინიკა
კარიბის ზღვაში მდებარე ქვეყანა, რომელმაც კარგად ისარგებლა ჩინეთსა და ტაივანს შორის არსებული უთანხმოებით. 2004 წელს დომინიკამ განაცხადა, რომ უახლოესი ექვსი წლის განმავლობაში 110 მილიონი დოლარის მიღების სანაცვლოდ მხარს უჭერს ტაივანს. მსგავსი მაგალითი ჰქონდა გრენადასაც, რომელმაც 2003 წელს განაცხადა, რომ ტაივანის მხარდამჭერია, თუმცა ორ წელიწადში ჩინეთის მხარდამჭერთა რიგებში გადაინაცვლა. სანაცვლოდ, ჩინეთმა გრენადას ძვირად ღირებული სტადონის მშენებლობა დაუფინანსა.
ერითრეა
აღმოსავლეთაფრიკული ქვეყანა დღემდე დიქტატურის ქვეშ არის, რის გამოც ერითრეას ათასობით ადამიანი ტოვებს და კეთილდღეობას სხვა ქვეყანაში ეძებს. თუმცა, მოსახლეობის დიდი რაოდენობით გადინებას, ხელისუფლებას ფულის შოვნის ახალი იდეისკენ უბიძგა. შედეგად, დაწესდა „დიასპორის გადასახადი“, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები ყველა ერითრიელმა შემოსავლების 2% უნდა გადაუხადოს იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელსაც გაექცა.
კომენტარები (1)
13.03.2016
პატრიოტა
მაპატიოს ამ წერილის ავტორმა, მაგრამ იდიოტური სტატიაა! რის თქმა გინდოდათ ამით, ვერაფრით გავიგე!! ისედაც დაკნინებული და დაგლეჯილი ქვეყანა “ბანანების დონის“ ჯუჯა–ქვეყნების სიაში გინდათ ჩართოდ თუ რა??აქ ჩამოთვლილი ქვეყნები ფაქტიურად არ წარმოადგენენ სახელმწიფოებს და მათგან გინდათ აიღოთ “ჭკუანადანთხეული“ მაგალითი? იქნებ ჩვენი დონის ქვეყნები მოგეძებნათ და მათგან მაგალითი შემოგეთავაზებინათ? ასეთები ხომ ბევრია: შვეიცარია, სლოვენია, ლუქსემბურგი, ფინეთი, დანია, ჩეხეთი, და მრავალი სხვა! იქონიეთ სირცხვილი ანდა პროფესიონალიზმი და ნუ გახდებით ქვეყნმის დაბეჩავების კიდევ ერთი წყარო!!!!!!!!!
მსგავსი სიახლეები
ჩინურ კომპანია CEFC China Energy Company Limited- სთან გაფორმებული მემორანდუმი გვაძლევს საშუალებას ჩავთვალოთ, რომ ჩინეთი ეკონომიკური პარტნიორობის თვალსაზრისით, რეგიონში ყველაზე უფრო საქართველოში უნდა იყოს წარმოდგენილი
საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავას ინფორმაციით, სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ალბანეთში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს.
„ფეისბუქის“ დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის ქონება 2017 წლის პირველ ორ კვირაში თითქმის 5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის მიღებულმა შემოწირულებამ რეკორდული თანხა - 90 მილიონი დოლარი შეადგინა.
12 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7372 ლარი შეადგინა.
დოლარის კურსი მკვეთრად გამყარდება, თუ დონალდ ტრამპი 1980 წლის შემდეგ პირველად აშშ-ის ეკონომიკის ყველაზე დიდი სტიმულირების პროგრამის განხორციელებას შეძლებს.
ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობა ჩვენი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია და ეს ბუნებრივია: ლარის კურსზე დამოკიდებულია ბიზნესი და საერთოდ, საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი განსაზღვრავს ქვეყნის ყოველდღიურ ყოფას.
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, თანხების ინვესტირებისას მხოლოდ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ.
5 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7303 ლარი შეადგინა.
ნავთობისა და გაზის კორპორაცია ExxonMobil-ის ყოფილი ხელმძღვანელი რექს ტილერსონი, რომელიც აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა, კორპორაციისგან 180 მილიონ  დოლარს მიიღებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
17.01.2017
დავით ჭყონია, რომლსაც საბანკო საქმესა და რისკების მართვაში 15 წლიანი გამოცდილება აქვს, თიბისი ბანკის რისკების მართვის დირექტორის და გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს დღეიდან დაიკავებს.
სრულად
17.01.2017
დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო სველი წერტილის მოწესრიგება და ეს არ მოხდა
სრულად
17.01.2017
ქალაქში გახშირებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები
სრულად
17.01.2017
დღეს არსებული მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა, შეცვლილი გამოცდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება, რადგან ვინც იქ გამოცდას ვერ აბარებს, ქუჩაში რომ გაიყვანო, უკვე რისკია
სრულად
17.01.2017
2016 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სიმთვრალის გამო 30 174 მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოხდა
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
16.01.2017
17.01.2017
USD
1
USD
2.7211
2.7084
EUR
1
EUR
2.8961
2.8695
GBP
1
GBP
3.3233
3.2666
RUB
100
RUB
4.5745
4.5444