როგორ გამოიყურება ბარათაშვილის ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ (+ ფოტო)
14 მარტი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიას დავალებით, ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, კერძოდ, 30 აპრილის ნაცვლად, 14 მარტს დასრულდა, შესაბამისად, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად არის აღდგენილი.
იხილეთ ფოტოგალერეა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან ერთად, დღეს ბარათაშვილის ხიდის სავალ ნაწილზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ხიდის ქვეშ არსებული საფეხმავლო გადასასვლელის დროულად და ხარისხიანად დასრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები გასცა.

"ბარათაშვილის ხიდზე სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა სრულად არის აღდგენილი. როგორც ეს დავალებით ჰქონდა კომპანიას, მან დადგენილ ვადაში, 15 მარტამდე დაასრულა სამუშაოები და გაიხსნა მოძრაობა. რაც შეეხება ხიდის ქვედა ნაწილს, გრძელდება მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოები და უახლოესი 1 თვის განმავლობაში ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებიც დასრულდება, ამით კი მთლიანად დავასრულებთ ბარათაშვილის ხიდზე სამუშაოებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დასრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი: საკომუნიკაციო ქსელის გადატანა, მოაჯირების მონტაჟი ხიდის ქვეშ მდებარე საფეხმავლო ბილიკზე, ასფალტის საფარისა და ფილების დაგება. სრული
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის სავალ ნაწილს, მოეწყო ჰიდროიზოლაცია, ასფალტის ახალი საფარი საავტომობილო გზაზე და ბორდიურებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს ხიდის ქვეშ არსებულ საფეხმავლო გადასასვლელებზე.

ბარათაშვილის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ენ სი სი" აწარმოებს და თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის, ჯამში 1,970,000 ლარი დაიხარჯება.

ბარათაშვილის ხიდის კვლევა-გამოცდა 2013 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა ხიდსაცდელმა ცენტრმა ჩაატარა. ნაგებობის გამოცდის შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია (ბურჯები და მალის ნაშენი) კარგ მდგომარეობაში იყო, შესაცვლელი აღმოჩნდა ნაგებობის სავალი ნაწილი, ჰიდროიზოლაცია, ბორდიურები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

ბარათაშვილის ხიდი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში აშენდა. ნაგებობამ მანამდე არსებული რკინის კონსტრუქცია ჩაანაცვლა. აშენების შემდეგ, მისი რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე
კომენტარები (5)
15.03.2016
jaba
ზებრა დახაზული არ არის და გზის გამყოპი ხაზები და რატო და ნეტა დაავიწყდათ?
15.03.2016
ბეჟო
ქუჩა არა ხიდი ...
მსგავსი სიახლეები
თბილისის მერია ყველა მშენებლობას ყოველდღიურად თავზე ვერ დაადგება. მშენებელი უნდა იყოს დაინტერესებული და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს იმ საქმეს, რასაც ქვია სადემონტაჟო და საამშენებლო სამუშაოები“
ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, გუშინ საღამოდან, ჭანტურიას ქუჩაზე - თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან ათონელის ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
ბიუჯეტის 4 მილიონი ლარით გაზრდა თვითმმართველობის მომავალ არჩევნებს არ უკავშირდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
დღეიდან აგვისტოს ბოლომდე, ირბახის ქუჩა გადაიკეტება, ხოლო წურწუმიას ქუჩაზე ავტომობილები გადაადგილდებიან ორმხრივად, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, დღეს, პეკინის ქუჩაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მთავარი სამუშაოები გერმანელ ექსპერტებთან ერთად დაიწყო.
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ატარებს.
დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, პეკინის გამზირზე სამუშაოები 10 სექტემბრამდე დასრულდება.
დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მერიამ "ელიავას ბაზრობის" მესაკუთრეებს ტერიტორიის გამოსყიდვა შესთავაზა.
ნუცუბიძის ქუჩაზე 15-სართულიანი კორპუსი აღარ აშენდება მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მერიის წინააღმდეგ მოქალაქე ინა ბახტაძის სარჩელი დააკმაყოფილა.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რკინიგზის გამოთავისუფლებულ 70 ჰექტრამდე ტერიტორიის განვითარების საკითხია შემოთავაზებული
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.07.2017
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ამერიკული ოჯახი. მამას მცირე კერძო ბიზნესი ჰქონდა "ბურღვისა და ტუმბვის" სფეროში
სრულად
27.07.2017
შრომის ახალი კანონის ამოცანაა, რომ დაზიანების პრევენცია მოხდეს და არა პოსტფაქტუმ მკურნალობა
სრულად
27.07.2017
ბევრი უცხოელი ღვინის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ქართული ყურძნის ჯიშებიდან ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ყურძნის ჯიში და, შესაბამისად, ღვინოც საფერავია.
სრულად
27.07.2017
2017 წელს ყურძნის შესყიდვისთვის იაფი აგროკრედიტი შენარჩუნდება.
სრულად
27.07.2017
31 ივლისს საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin გამოფენა გაიხსნება
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
27.07.2017
28.07.2017
USD
1
USD
2.3993
2.4022
EUR
1
EUR
2.7933
2.8125
GBP
1
GBP
3.1323
3.1579
RUB
100
RUB
4.0016
4.0430