იერუსალიმის ჯვრის მონასტრის შეძენით ქართველი კერძო პირია დაინტერესებული
16 მარტი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტრის შეძენით საქართველოში მცხოვრები ქართველი კერძო პირია დაინტერესებული.
როგორც „ბიზნესპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ქართველი კერძო პირი მზად არის რამდენიმე მილიონი დოლარი გაიდაიხადოს ჯვრის მონასტრის შესაძენად. ბიზნესმენის ვინაობას ჩვენი წყარო  არ გვიკონკრეტებს, თუმცა შეკითხვაზე - შესაძლოა თუ არა ეს იყოს ბიძინა ივანიშვილი, პასუხისგან თავს იკავებს და არც უარყოფს და არც ადასტურებს.
იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტერი ამჟამად ბერძენი ორთოდოქსების მფლობელობაშია.

იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტერში დაცული შოთა რუსთაველის ფრესკა ვანდალებმა რამდენჯერმე დააზიანეს. 2004 წელს დაუდგენელმა პირებმა გამოსახულებას
სახე გადაუფხიკეს. თუმცა, ამჟამად ფრესკა რესტავრირებულია.

ამ ფაქტის შემდეგ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით, მონასტრის მიმდებარე რუსთაველის ქუჩაზე მწერლის ბარელიეფი დაიდგა, თუმცა 2010 წელს ეს მემორიალიც დააზიანეს.
ქართველთა ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, დააარსა ქართველმა მოღვაწემ გიორგი-პროხორე შავთელმა საქართველოს სამეფო კარის მხარდაჭერითა და დახმარებით XI საუკუნის 30-50-იან წლებში. იგი მდებარეობდა იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით (ახლა ქალაქის გაზრდის გამო მის ფარგლებში მოექცა).
გადმოცემით, მონასტრის ადგილას მოჭრილი ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც ქრისტე აცვეს. ჯვრის მონასტერი პალესტინის ქართულ სავანეთა აღიარებული ცენტრი გახდა. 1071 წელს იერუსალიმის აღებისას, მონასტერი დაარბიეს და ნაწილობრივ დაანგრიეს თურქ-სელჩუკებმა. მონასტერი XII საუკუნის დამდეგს დავით აღმაშენებლის მხარდაჭერით აღადგინეს, განაახლეს და მოხატეს.

XVII საუკუნის დასასრულს ქართველთა გავლენა პალესტინაში თანდათან შესუსტდა და ჯვრის მონასტერი სხვა ქართულ სავანეებთან ერთად ბერძენთა ხელში გადავიდა და იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა.
წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე
იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე
კომენტარები (37)
09.11.2016
მეა
მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს ვინ დააბრუნებს(მადლი არ მოკლებოდეს მას) საქართველოსთვის ამ დიდ სიწმინდეს...
09.11.2016
მეა
მარტლაც, რა მნიჰვნელობა აქვს ვინ დააბრუნებს(მადლი არ მოკლებოდეს მას) საქარტველოსტვის ამ დიდ სიცმინდეს...
მსგავსი სიახლეები
ამერიკულმა ჟურნალმა Travel+Leisure 2015 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვენა.
2015 წლის თებერვალში ისრაელში ბიზნეს-ფორუმი "თბილისი-იერუსალიმი" გაიმართება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.07.2017
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საჯარო 2017 წლიდან გახდა, არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
სრულად
23.07.2017
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია დაასრულა
სრულად
23.07.2017
სნოში დღეს პილიგრიმებისთვის 34- ადგილიანი სასტუმრო გაიხსნება.
სრულად
23.07.2017
23 ივლისს, BLACK SEA ARENA - ზე ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. Check in Georgia -ს ფარგლებში, BLACK SEA ARENA - ზე რამდენიმე კონცერტი გაიმართება.
სრულად
23.07.2017
მართვის მოწმებებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთ კვირაში ყველაზე მეტი ჯარიმა 4 კატეგორიის სამართალდარღვევაზე დაიწერა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.07.2017
24.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713