"7 წლიანი წარმოდგენის ბოლოს ქადაგიძეც "გავარდა'"

საზოგადოება "2030"-ის წევრი მიხეილ დუნდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის კურსის გამყარებასთან დაკავში რებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ლარი გამყარდა!!!

ფაქტი, კვაზიმოტივი და ჩეხოვის თოფი

ფაქტი:

ლარის ყველაზე დევალვირებული საბაზრო კურსი 15-24 თებერვალს დაფიქსირდა (1$-2,49 ლარი). 25 თებერვალს ქადაგიძემ ეროვნული ბანკი დატოვა. იმავე დღეს ლარმა გამყარება დაიწო. დღეს სავალუტო ბაზარზე ერთ დოლარი 2,34 ლარი ღირს და კიდევ უფრო მყარდება.

კვაზიმოტივი

„მავანი“ ამბობს: ლარი იმიტომ გამყარდა, იანვარ-თებერვალში საექსპორტო შემოსავლები და ფულადი გზავნილები გაიზარდაო.

ეს არის ტყუილი!!!!! რადგან:

1. იანვარში და თებერვალში საექსპორტო შემოსავლები და ფულადი გზავნილები შემცირდა. შესაბამისად, გაუარესებული ეკონომიკური პარამეტრები ლარის კურსის გაუმჯობესებას არ იწვევს.

2. ლარის ყველაზე ცუდი საბაზრო კურსი სწორედ იანვარ-თებერვალში დაფიქსირდა.

3. საექსპორტო შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების კლების ტემპი იანვარ-თებევალში შემცირდა, მაგრამ ამას, იდეაში, მხოლოდ ლარის დევალვირების ტემპის შემცირება უნდა გამოეწვია და არა ლარის მკვეთრი გამყარება.

„მავანი“აცხადებს, ლარი გამყარება იანვარ-თებერვალში ტურისტების რაოდენობის გაზრდამ განაპირობაო.

ეს არ არის სიმართლე, რადგან:

1. ტურისტების რიცხვი მუდმივად იზრდებოდა ზაფხულიდან მოყოლებული დღემდე, მაგრამ საბაზრო კურსი სექტემბრიდან 25 თებერვლამდე მკვეთრად გაუარესდა.

2. თუ ზამთარში ტურისტების რაოდენობის ზრდა არის ლარის ამჟამინდელი გამყარების მიზეზი, მაშინ იანვარ-თებევალში ლარი მკვეთრად რატომ გაუფასურდა და ანტირეკორდი რატომ დაამყარა?!

„მავანი“ იმასაც ამტკიცებს, რომ ლარის გამყარება ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვის შემცირებამ გამოიწვიაო.

ეს არის სიცრუე, რადგან:

1. თავად ქადაგიძემ აღიარა რომ 2015 წლიდან მოყოლებული ბიუჯეტს ლარზე ზეწოლა არ მოუხდენია

2. ბიუჯეტის ხარჯვა არის და იყო შეძლებისდაგვარად თანაბარი.

„მავანი“ იმასაც „ასაბუთებს“, რომ ახლა, ანუ მარტის შუარიცხვებში, გადასახადების გადახდის პერიოდია და ლარზე მოთხოვნა გაიზარდაო.

ესეც მცდარია! რადგან:

გასული წლის ანალოგიურ პერიდში ლარი მკვეთრად გაუფასურდა და 2015-2016 წელს ლარი მაინც თითქმის ყოველთვის უფასურდებოდა, როცა გადასახადების გადახდის პერიოდი დგებოდა.

ჩეხოვის თოფი

როგორც დიდი ჩეხოვი ბრძანებს, პიესის პირველ მოქმედებაში თოფი თუ კედელზე ჰკიდია, ბოლოს აუცილებლად უნდა გაისროლოს. საბედნიეროდ, ამ 7 წლიანი წარმოდგენის ბოლოს ქადაგიძეც „გავარდა“ (გაისროლა და), თუმცა ლარს ასცდა და გაუფასურების ხელოვნური მიზეზებიც თან გაიყოლა!... ასე, რომ ლარის გაუფასურება-გამყარების კვაზიმოტივებსაც ნიღაბი ჩამოეხსნა", - წერს დუნდუა.