"ლარი კიდევ გამყარდება"

"ჩვენ გვჭირდება არა მყარი, არამედ სტაბილური ვალუტა"

ბოლო ათი დღეა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,4716-დან 2,3157 ლარამდე გამყარდა. ეკონომიკის ექსპერტები ეროვნული ვალუტის ასეთი მკვეთრი გამყარების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ დოლარის ფასი ლართან მიმართებაში კიდევ უფრო დაეცეს, ზოგი კი ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი რყევების მიღმა სპეკულაციურ ქმედებებს ხედავს.

ტურისტები, ექსპორტი და შოკების შერბილება...

ბესო ნამჩავაძე, ანალიტიკოსი: "ლარის გამყარების რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა ვერ გეტყვით, რომელ მიზეზს შეიძლება ჰქონოდა უფრო მეტი გავლენა, რადგან სტატისტიკური ინფორმაცია იგვიანებს, თუმცა ზოგიერთი მონაცემები ფრაგმენტულად მაინც ქვეყნდება. მაგალითად, ვიცით, რომ ექსპორტის ზრდა გვქონდა თებერვალში და სავარაუდოდ, ეს მარტშიც გრძელდება. თებერვალში იანვართან შედარებით გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა და ვფიქრობ, ეს ტენდენცია მარტშიც გაგრძელდება. თებერვალში ტურისტების შემოსვლის 19%-იანი ზრდა აღინიშნა და შეუძლებელია, სეზონიდან გამომდინარე, ეს არ გაგრძელდეს. თუმცა, ექსპორტიც და ფულადი გზავნილებიც შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაგრამ ბოლო ტენდენციების თვალსაზრისით გაუმჯობესება ნამდვილად გვაქვს. ამ ყველაფერს ემთხვევა დადებითი საგარეო ფაქტორები, საგარეო შოკების გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე შერბილდა. კიდევ ერთი გარემოება ბიზნესის მოლოდინების და ნდობის გაუმჯობესებაა, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით, მათ შორის, ინიციატივით, რომელიც მოგების გადასახადის წესის ცვლილებას ეხება, დაპირებით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები დაჩქარდება.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 21 მარტის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი