საქართველოში საწვავის ფასი შემცირებას განაგრძობს
22 მარტი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საწვავის ფასი შემცირებას განაგრძობს.
ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასები გაზრდილია, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში რიგი კომპანიების მიერ სხვადასხვა ტიპის საწვავზე კვლავ გაგრძელდა ფასების შემცირება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აღნიშნულს ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებაში გამყარებას უკავშირებს.
ორგანიზაციის ცნობით, დღეისთვის ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები ასეთია: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,65-1,80 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,55-1,69 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,35-1,55 ლარი; დიზელი- 62 -1,32-1,45 ლარი; ევრო დიზელი - 1,35-1,65 ლარი.
რაც შეეხება ნავთობის საერთაშორისო ღირებულებას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო პერიოდში ფასები გაზრდილია.
დღეისათვის, ლონდონში (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბალერზე 41,47დოლარი შეადგინა, ხოლო ნიუ-იორკში (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 41,62 დოლარი/ბარელზე.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი განმარტავს, რომ მიმდინარე საერთაშორისო ფასებს სხვადასხვა ფუნდამენტალური ფაქტორები განსაზღვრავს.
"პირველი - მსოფლიოში ნავთობის მიწოდება აჭარბებს მოთხოვნილებას, რის შედეგადაც ბაზარზე ფიქსირდება ნავთობის ჭარბი ოდენობა.
მეორე - ირანის დაბრუნება მსოფლიო სანავთობო ბაზარზე.
მესამე - მსოფლიოში ნავთობის მეორე მომხმარებელი ქვეყნის - ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება", - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.
ორგანიზაციის პროგნოზით, ნავთობის ფასის მომავალი ტენდენცია მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული 17 აპრილს კატარში დაგეგმილ ოპეკის შეხვედრაზე, სადაც განხილულ იქნება ნავთობის მოპოვების „გაყინვის“ საკითხი.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
დიზელის საწვავის სტანდარტი ეტაპობრივად გამკაცრდება, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იუწყება.
თუ თქვენ დადიხართ შიდაწვის ძრავით და ამ შიდაწვის ძრავას სჭირდება ბენზინი, რა თქმა უნდა, ფასის მომატების შემთხვევაში, მოიმატებს ღირებულება, - განაცხადა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მთავრობის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით.
2017 წლიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი იზრდება, რაც საწვავის 20-30 თეთრით გაძვირებას გამოიწვევს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის განმარტებით, ქვეყანაში საწვავზე ფასების ზრდა ყველა პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს.
მთავრობის ეკონომიკური გუნდი შოკური სიტუაციიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს.
ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის და საქართველოს რკინიგზის აქციების 25%-ის განთავსება ლონდონის ან შანხაის ბირჟებზე იგეგმება.
თამბაქოზე, ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახდი იზრდება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე საუბრისას განაცხადა.
თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება.
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (სნგკ) კახეთის მაგისტრალური გაზსადენის "თელავი-ახმეტის" 27კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს.
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR მზად არის განიხილოს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების შეძენის საკითხი, თუ გაყიდვის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება
რუბრიკის სხვა სიახლეები
04.12.2016
მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაახლოებთ 150 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების გადახდას აარიდა თავი აარიდა.
სრულად
03.12.2016
თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
სრულად
03.12.2016
უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით 24-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა.
სრულად
03.12.2016
მთავრობის მიერ გახმოვანებული, მაგრამ შეუთანხმებელი და დაუზუსტებელი ”დედოლარიზაციის გეგმა” უშუალო კავშირშია ლარის კურსის ვარდნასთან
სრულად
03.12.2016
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობაა აკრძალული.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
04.12.2016
05.12.2016
USD
1
USD
2.5599
2.5599
EUR
1
EUR
2.7250
2.7250
GBP
1
GBP
3.2283
3.2283
RUB
100
RUB
3.9854
3.9854