ხალხი დოლარის დროულად მოშორებას ცდილობს
ხალხი დოლარის დროულად მოშორებას ცდილობს
23 მარტი / 2016
სავალუტო ჯიხურებში ლარზე მოთხოვნა გაიზარდა. ეროვნული ვალუტის გამყარეის გამო ხალხი, ვისაც დანაზოგი აქვს, მასობრივად ცდილობს დოლარის გადახურდავებას. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ამბობენ, რომ ბაზარზე პანიკამ რამდენიმე დღე გასტანა, მაგრამ მოსახლეობა ახლაც გაურკვევლობაშია.

ვისაც დოლარში მცირე თანხა აქვს, უცხოური ვალუტის თავიდან მოშორებას ცდილობს. ზოგსაც, როგორც სავალუტო ჯიხურებში გვითხრეს, გადაწყვეტილების მიღება უკანასკნელ მომენტშიც უჭირს. უმეტესობა ცდილობს, მოვლენებს არ ჩამორჩეს და უცხოური ვალუტა ლარში გადაცვალოს და შემდეგ ხელსაყრელ მომენტს დაელოდოს. ზოგიც არ ჩქარობს და ბაზრის დასტაბილურებას ელოდება, თუმცა ასეთი განწყობის მომხმარებელი რეალურად ცოტაა.

განსხვავებული დამოკიდებულება აქვს იმ ხალხს, ვინც უცხოეთიდან ფულადი გზავნილებით სარგებლობს. ამ კატეგორიის ადამიანები აშკარად უკმაყოფილონი არიან. ცხადია, დაზარალდნენ ისინიც, ვისაც დანაზოგი დოლარში ჰქონდა.

მოკლედ, ლარის გამყარებას, რომელიც ზოგადად სასიკეთო ტენდენციაა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

"რეზონანსი" გუშინ მთელი დღის განმავლობაში არკვევდა, რა ხდება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, რას ფიქრობენ ფინანსური ბაზრის მოთამაშეები და რისი მოლოდინი აქვთ ადამიანებს, რომლებიც ლარის გამყარების გამო, აქტიურად ცდილობენ ამ ვალუტის შესყიდვას.

გაგარინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სავალუტო პუნქტშიც ადასტურებენ, რომ საზოგადოებაში პანიკური სიტუაცია მომწიფდა.

"დღის განმავლობაში რამდენჯერმე შევცვალეთ კურსი, "ბლუმბერგის" მონაცემებს მუდმივად ვაკვირდებით და ტაბლოზეც კურსს შესაბამისად ვუთითებთ. ხალხი გაურკვეველ მდგომარეობაშია. არ იციან, რა მოუხერხონ დოლარს, კურსში მცირე ცვლილებაც კი ადამიანების ფსიქიკაზე მოქმედებს.

გვქონდა შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც საკმაოდ დიდი თანხის გადაცვლას ცდილობდა ლარში, უკანასკნელ მომენტში გადაიფიქრა და დოლარების დასტა უკანვე წაიღო. არ გამოვრიცხავ, დღეს ან ხვალ გადაწყვეტილება ისევ შეცვალოს. ყველა ცდილობს, სავალუტო კურსი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ბევრმა ამ პროცესებისგან კარგი სარგებელიც ნახა. ახლაც ზუსტად ეს მომენტია. მთავარია, ადამიანებმა ამ პროცესს სწორად აუღონ ალღო და არ დაზარალდნენ", - ამბობს ნიკა ცირეკიძე, სავალუტო პუნქტის თანამშრომელი.

გამსახურდიას გამზირზე მდებარე გადამცვლელი ჯიხურის თანამშრომელი გია მუშკუდიანი აღნიშნავს, რომ ბაზარზე პანიკა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე გასტანს.

"ხალხი ყოველ წუთს ტაბლოს უყურებს. ყოფილა შემთხვევა, რომ მთელი დღე მისჩერებიან კურსს და გადაწყვეტილება დიდი ყოყმანის შემდეგ მიუღიათ. ზოგსაც 10 დოლარი აქვს ჯიბეში და იმასაც კი ახურდავებს. არის ისეთიც, ვინც შემდგომ ცვლილებას უცდის, გააჩნია, ვის რა მდგომარეობა აქვს.

ახლა გაურკვეველი სიტუაციაა, რამაც მომხმარებლის ქცევის
You must have Flash Player installed in order to see this player.
წესებზეც იმოქმედა. აშკარად უკმაყოფილოა ის კატეგორია, რომელიც უცხოეთიდან ფულად გზავნილს იღებს, მაგრამ ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ლარი გამყარდეს და ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა აღდგეს, რაც ქვეყანასაც წინ წასწევს და მოქალაქეებსაც გვეშველება. არ არის ისეთი სიტუაცია, რომ რიგებს ვერ ავუდიოდეთ, მაგრამ მოთხოვნა დოლარის გადახურდავებაზე, წინა თვესთან შედარებით, აშკარად გაზრდილია", - ამბობს მუშკუდიანი.

კომპანია "დიკა 1"-ის ხელმძღვანელის ირაკლი ჭიჭინაძის შეფასებით, გაურკვევლობა დაეტყოთ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებსაც, რომლებიც კურსის ცვლილებამ მეტ-ნაკლებად დააზარალა. დაბნეულია მომხმარებელიც, რომელსაც დანაზოგი დოლარში აქვს.

"ტაბლოზე კურსი საათობრივად იცვლება. გადაწყვეტილებას "ბლუმბერგის" მონაცემების შესაბამისად ვიღებთ და ციფრებს დღეში მერამდენედ ვცვლი. ამან მოსახლეობას თაგვზა აუბნია, ვერ გადაუწყვეტიათ, რა მოუხერხონ ფულს, ცოტა უცნაური სიტუაციაა. ძალიან მაგონებს იმ პროცესებს, რაც ლარის გაუფასურების საწყის ეტაპზე იყო.

მნიშვნელოვანია, კურსი ერთ ნიშნულზე შეჩერდეს, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება და რეალურადაც შეუძლებელია. ამიტომ ხალხი გადაწყვეტილებას ალღოთი უფრო იღებს, ზოგს უმართლებს, ზოგს - ვეღარ. ჩვენც საკმარისად დავზარალდით", - აცხადებს ჭიჭინაძე.

სავალუტო პუნქტების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ლარი შემდგომი დღეების განმავლობაშიც, მცირე შუალედით გამყარდება და საბოლოოდ 2-ის ნიშნულზე შეჩერდება. ისინი ასევე აცხადებენ, რომ გასარკვევია ლარის გაუფასურების რეალური მიზეზიც, რის გამოც ქვეყანა დაზარალდა.

მერაბ ზარიძე დიდუბეში მდებარე ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მენეჯერია. ის ადასტურებს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, მოსახლეობის მხრიდან ლარზე მოთხოვნამ მოიმატა.

"ლარმა გამყარებისკენ აიღო გეზი, რაც ბოლო დროის ერთ-ერთი დადებითი მოვლენაა. მოსახლეობას ამის გამო თავგზა აბნეული აქვს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამ პროცესს თავის სასიკეთოდ იყენებს და დოლარის ეროვნულ ვალუტაში გადაცვლას აქტიურად ცდილობს. სავალუტო რყევის გამო ბევრიც დაზარალდა, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც დოლარში გააკეთა დანაზოგი.

დოლარის დასუსტება კარგია, როცა ეს ხდება წესების დაცვით და არა ხელოვნურად. საზოგადოებას აქვს ინტერესი და უფლებაც, იცოდეს, თუ რამ განაპირობა ლარის მკვეთრი გაუფასურება, რასაც ბოლო დრომდე ჰქონდა ადგილი და ქვეყანა ლამის ჭაობისკენ მიდიოდა. როდესაც საუბარია, რომ კურსის ვარდნა სპეკულაციური მომენტი იყო, უნდა დაადგინონ კიდეც და შესაბამისი ზომებიც მიიღონ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას მერაბ ზარიძე.

მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (17)
26.03.2016
შოთა
ხალხს აღარც ლარი აქვს და აღარც დოლარი. და საინტერესოა ვინ რას ყიდის ან ყიდულობს
26.03.2016
შოთა
პირველ აპრილს საგადასახადო დეკლარაციების ვადის გასვლის შემდეგ ისევ გაუფასურდება ლარი.და ეს მხოლოდ მთავრობის ბრალია,ეროვნულ ბანკს კურსის დაჭერა მხოლოდ მოკლე ვადით შეუძლია
მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3983 ლარი გახდა.
ბიტკოინის ფასი ისევ ზრდისკენ შებრუნდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მის მოპოვებასთან დაკავშირებული რამდენიმე წამყვანი კომპანია ეთანხმება ციფრული ვალუტის რეორგანიზების გეგმას, რომლის დამტკიცებაც 1 აგვისტოს არის მოსალოდნელი.
ძალიან მალე, შემდგომაზე ვნახავთ, რომ ,,საქართველოს ბანკი" საინვესტიციო მიმართულებას ბანკის მიმართულებისგან გაყოფს
აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ნავთობისა და გაზის უმსხვილესი კომპანია Exxon Mobil 2 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა „როსნეფტთან“ კონტრაქტების დადების გამო. 
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3995 ლარი გახდა.
სავალუტო ბაზარზე დღეს განსაკუთრებული დღეა - იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა იენზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4014 ლარი გახდა.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 19 ივლისს, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4039 ლარი გახდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4047 ლარი გახდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.07.2017
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საჯარო 2017 წლიდან გახდა, არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
სრულად
23.07.2017
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია დაასრულა
სრულად
23.07.2017
სნოში დღეს პილიგრიმებისთვის 34- ადგილიანი სასტუმრო გაიხსნება.
სრულად
23.07.2017
23 ივლისს, BLACK SEA ARENA - ზე ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. Check in Georgia -ს ფარგლებში, BLACK SEA ARENA - ზე რამდენიმე კონცერტი გაიმართება.
სრულად
23.07.2017
მართვის მოწმებებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთ კვირაში ყველაზე მეტი ჯარიმა 4 კატეგორიის სამართალდარღვევაზე დაიწერა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.07.2017
24.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713