ივანიშვილის დაკარგული მილიონების საიდუმლო
ივანიშვილის დაკარგული მილიონების საიდუმლო
23 მარტი / 2016
“დაკარგული მილიონების საიდუმლო“ , - ამ სათაური აქვეყნებს გერმანული გამოცემა Handelsblatt სტატიას, რომელიც Credit Suisse-ის ბანკირის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებულ ზარალს ეხება.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, Credit Suisse-ის ბანკირმა აღმოსავლეთევროპელ კლიენტს ასობით მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სკანდალია შვეიცარიული ბანკის ბოლოდროინდელ ისტორიაში.
„ეს კლიენტი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ, მილიარდერი ბიზნესმენი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. საქმე ალბათ, ყველაზე დიდი საინვესტიციო სკანდალია შვეიცარიის ბოლო წლების ისტორიაში. ჟენევის პროკურატურამ ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალი სულ მცირე 100 მილიონ შვეიცარულ ფრანკად (დაახლოებით 103 მილიონ დოლარად) შეაფასა“, - წერს გამოცემა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, Credit Suisse-ის ბანკის წინააღმდეგ სარჩელი ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ორმა რუსმა ბიზნესმენმაც შეიტანა. მთავარი ეჭვმიტანილი საქმეში ფაბრიკ ლეკომპტეა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, თუმცა უახლოეს პერიოდში მიყენებული ზარალის ანაზღაურება შესაძლოა, თავად ბანკსაც მოუწიოს.
სტატიის თანახმად, ბევრი რამ კვლავაც გაურკვეველია. თუმცა ცნობილია, რომ ფრანგი ფაბრიკ ლეკომპტე Credit Suisse-ში სამუშაოდ „ივ როშედან“ 2005 წელს გადაბარგდა. ბანკში ის პასუხისმგებელი იყო მდიდარ კლიენტებზე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, რომელთათვისაც ჟენევა სასურველი საბანკო ლოკაცია იყო.
„2006 წელს ფინანსურმა მრჩეველმა თავის ორ კლიენტის პორტფელისთვის უძრავი ქონების დეველოპერი კომპანია Meinl European Land-ის აქციების დამატება დაიწყო. ამ მიზნით მან შექმნა დამხმარე ანგარშები ისე, რომ კლიენტებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და წარმოდგენა არ ჰქონდათ ამ შენაძენების თაობაზე“, - აღნიშნავს ადვოკატი ჯორჯიო კამპა.
სტატიის თანახმად, ფინანსური კრიზისის გამო Meinl European Land-ის აქციები დაეცა, თუმცა ამ დანაკარგის აღიარების ნაცვლად, ლეკომპტემ დანაკლისის შევსება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ფულით დაიწყო.
„ფინანსურმა მრჩეველმა სხვა მომხმარებელთა ანგარიშზე დაახლოებით 100 მილიონი ფრანკი გადარიცხა. ამ ტრანზაქციის შესახებ ჩემმა კლიენტმა არაფერი იცოდა“, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი მარკ ჰენზელინი.
სტატიის თანახმად, საქმესთან დაახლოებულმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ ლეკომპტემ თავისი კლიენტების აქტივები გირაოს სახით გამოიყენა.
საბოლოოდ ლეკომპტეს მაქინაციები მაშინ გაირკვა, როდესაც მან ინვესტიცია მოახდინა მცირე ზომის ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიში Raptor Pharmaceuticals.
“გასული წლის სექტემბერში კომპანია გაკოტრდა, რის შედეგადაც ლეკომპტეს კლიენტებს მილიონობით თანხის გადახდა მოუწიათ. თუმცა, ლეკომპტეს ადვოკატი უარყოფდა და აცხადებდა, რომ ინვესტიციები არ
You must have Flash Player installed in order to see this player.
განხორციელდებოდა ისე, რომ ბანკირის კლიენტებს ამის შესახებ არაფერი სცოდნოდათ“, - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს რამდენიმე პასუხგაუცემელი შეკითხვა. როგორც Handelsblatt-სთვის გახდა ცნობილი, არსებობს მიმოწერა ლეკომპტესა და ივანიშვილის პერსონალურ ფინანსურ მრჩეველს შორის და ეს ელექტრონული მიმოწერა გამოცემამ თავად ნახა.
„მიმოწერაში მხარეები 2013 და 2014 წლებში Raptor-ის შესახებ საქმეს განიხილავდნენ. მიმოწერა Gmail-სა და Hotmail-იდან ხდებოდა და არა Credit Suisse-ის სერვერით, რაც ბანკის წესების დარღვევაა. მარტო ეს ფაქტიც კი საგანგაშო სიგნალი უნდა ყოფილიყო კლინტისთვის“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისის დოკუმენტების თანახმად, 2014 წლის მაისისთვის ბიძინა ივანიშვილი, ფორმალურად თუ არა ფორმალურად, Raptor-ის 22,29 პროცენტს ფლობდა.
„თუმცა, ივანიშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ ქართველ მილიარდერს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ Raptor-ში ამხელა ინვესტიცია ჰქონდა. მათი თქმით, ლეკომპტემ აქციები დერივატივებისა და სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით შეიძინა საკომისიოს მიღების მცდელობის მიზნით“, - ნათქვამია სტატიაში.
ლეკომპტეს ადვოკატის განცხადებით, თითქმის დაუჯერებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სცოდნოდა, რა ხდებოდა მის ანგარიშებზე.
„ბევრი შეკითხვა რჩება პასუხის გარეშე - რა იცოდა ქართველმა მილიარდერმა? იშოვა თუ არა ფული ლეკომპტემ მისი კლიენტების ქონებიდან?“, - აღნიშნავს ბანკირის ადვოკატი.
„და კიდევ ერთი შეკითხვა - რა იცოდა Credit Suisse-მა? შვეიცარიული ტრადიციების თანახმად, ბანკი დუმს - „ეს ცალკეული ქეისია. ბანკი შეუწყნარებელია დანაშაულთან“, - აღნიშნავენ ბანკში.
ამასთან, სტატიის თანხმად, ივანიშვილის ადვოკატები ძალზე სკეპტიკურად არიან განწყობილი და ამბობენ, რომ ბანკს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ლეკომპტეს ტრანზაქციები.
„ამგვარ რთულ ტრანზაქციებში სხვა ბევრი დეპარტამენტიც იყო ჩართული, როგორიც მაგალითად, საკრედიტო დეპარტამენტია. ან მათ თვალი დახუჭეს ან მისტერ ლეკომპტეს ვიღაც შიგნიდან ეხმარებოდა“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.

თებერვალში ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან სამართლებრივი დავა დაიწყო მისი საინვესტიციო პორტფელის არასათანადოდ გამოყენების გამო, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მას.
როგორც გასულ თვეს The Wall Street Journal წერდა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა დაახლოებით 100 მლნ შვეიცარიული ფრანკი დაკარგა. სტატიის თანახმად, გასული წლის დეკემბერში და შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში, ივანიშვილმა ჟენევის პროკურორს რამდენიმე საჩივრით მიმართა და ბანკ Credit Suisse-ის ცუდ მენეჯმენტსა და თაღლითობის ფაქტებზე მიუთითა.

კომენტარები (21)
29.03.2016
არჩილ ხოფერია-ს
,,ფსიქოლოგს" და არა ,,ფსიქოლოგი" გაწუხებთ და გეტყვით, რომ ფსიქიატრის მომსახურება ნამდვილად შეიძლება დასჭირდეს ადამიანს გარშემო თქვენი და ,,ფსიქოლოგი"-ს მსგავსი ამება-მოლამუნენი და ბიძოს ხოტბაშემსხმელნი და შემამკობელნი რომ შემოეკვრებიან გარს. მეცოდებით, რომ ყოველი თქვენგანის ამება-ტვინის ანარეკლისგან (უფრო სწორად ექოსი რაც ჩაგძახეს იმას რომ ამოსძახებთ მხოლოდ) განსხვავებული აზრის დაფიქსირებისას იმის ნაცვლად მართლა რამით გაამყაროთ თვენი შეხედულებების (ამ შემთხვევაში ექოსი) ადეკვატურობა ან გიჟს უწოდებთ ადამიანს ან ნაცს. იმედს გამოვთქვამ რომ თქვენ და ,,ფსიქოლოგი" იდენტური ამება ხართ და სხვა ადამიანს თქვენი მსგავსი ბიძო-მბრძანებლისადმი ხოტბის შესხმა-შემკობის სურვილი არ გააჩნია.გისურვებთ, რომ ორ უჯრედიან არსებად მაინც გადაკეთდეთ და ერთი განსხვავებული აზრის არეკვლა მაინც შეძლოთ!
28.03.2016
ვასო
მაგარია
მსგავსი სიახლეები
EBRD გამოყოფს რესურსებს ბათუმისთვის 30 ახალი ავტობუსის შესაძენად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ძალიან მალე, შემდგომაზე ვნახავთ, რომ ,,საქართველოს ბანკი" საინვესტიციო მიმართულებას ბანკის მიმართულებისგან გაყოფს
ის, რომ დიპლომატები ჩართულნი იქნებიან ინვესტიციების მოზიდვაში, უმნიშვნელოვანესია. ისინი უნდა იყვნენ კარგად ინფორმირებულნი და უნდა იცოდნენ რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით
ფისკალური რეფორმების ექვსი თვის შედეგების თანახმად, მაისში, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში
სავალუტო ბაზარზე დღეს განსაკუთრებული დღეა - იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა იენზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა.
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვაკეთის ელჩს საქართველოში რუდოლფ მიხალკასა და სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ თბილსში დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ნაკვეთი N109-ის მიმდებარედ არსებული 115 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (01.72.14.013.812).
დმანისის მუნიციპალიტეტში ლატვიელმა ინვესტორმა მესაქონლეობის დარგში მსხვილი ინვესტიცია განახორციელა.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 19 ივლისს, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში და სოფელ ბუკნარში ზღვის პირველ ზოლზე მდებარე 90 135 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ყიდის.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.07.2017
პეკინის ქუჩის შესაძლო გაცალმხრივებასთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს
სრულად
22.07.2017
"რუსთავი 2"-ის გადაცემა "ბიზნესკურიერი" დაიხურა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გადაცემის თანამშრომლები და გულშემატკივრები წერენ.
სრულად
22.07.2017
ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა, საქართველოზეც იმოქმედოს, - ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევარმა პოლ ქრეგომ განაცხადა.
სრულად
22.07.2017
ისლანდიის ხელისუფლებამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.
სრულად
22.07.2017
ბარსელონას“ ბრაზილიელი ფეხბურთელის ნეიმარის ფრანგულ პსჟ-ში ტრანსფერი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე რეკორდული შეიძლება გახდეს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
22.07.2017
23.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713