შვეიცარია - ქვეყანა ყველაზე მაღალი ხელფასით ევროპაში

ევროპის ქვეყნებს შორის "შვეიცარიული ხელფასი" ყველაზე მაღალია.

ასე მაგალითად, საშუალო წლიურმა ნომინალურმა ხელფასმა სრული სამუშაო დღის პირობებში 63 549 ევრო შეადგინა.

შვეიცარიის სტატისტიკის ფედერალური უწყების მიერ წარდგენილი მონაცემებით, შვეიცარია დამაჯერებლად უსწრებს ნორვეგიას, სადაც საშუალო წლიური ხელფასი 55 370 ევროა და დანიას, რომლის მოქალაქეების საშუალო წლიური ხელფასი 51 485 ევროს აღწევს. ყველაზე დაბალი ხელფასები დაფიქსირდა პორტუგალიაში - 17 193 ევრო, საბერძნეთში - 25 696 ევრო, ესპანეთში - 26 621 ევრო, რუმინეთი - 6 048 ევრო და ბულგარეთი - 4 618 ევრო.

რაც შეეხება შვეიცარიის მეზობელ ქვეყნებს, შვეიცარიაში წლიური ხელფასი 1,6-ჯერ მეტია, ვიდრე გერმანიასა და ავსტრიაში, 1,8-ჯერ მეტი ვიდრე საფრანგეთში და 2-ჯერ მეტი, ვიდრე იტალიაში.

ბევრი მიიჩნევს, რომ სტატისტიკის მიხედვით, მინიმალური ხელფასი ინდოეთში აქვთ, სადაც ადამიანს საათში 29 ცენტი შეიძლება გადაუხადონ.

ყველაზე დაბალი ანაზღაურების მქონე ქვეყნებს შორის ასევე არიან - ჩინეთი 0,80 დოლარი საათში, რუსეთი - 0,98 დოლარი საათში, ავღანეთი - 0,57 დოლარი საათში, ტაჯიკეთი - 0,40 დოლარი საათში, ყაზახეთი - 0,52 დოლარი საათში, უზბეკეთი - 0,18 დოლარი საათში, ყირგიზეთი - 0,07 დოლარი საათში.