დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება
დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება
25 მარტი / 2016
თუკი ლარი 2-2,05 ნიშნულამდე გამყარდება, ელექტროენერგიის ტარიფის კვლავ შემცირება დადგება დღის წესრიგში. ამ დროისთვის, სემეკი დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის ცვლილებას აკვირდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კომისიაში უნდა დარწმუნდნენ, რომ კურსი სტაბილური იქნება. ჯერჯერობით ეროვნული ვალუტა 2,30-ის ნიშნულის ფარგლებში მერყეობს.

სემეკის წევრი, გოჩა შონია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მოქმედ წესებში არ არსებობს კონკრეტული ჩანაწერი - სავალუტო კურსის რამდენპროცენტიანი ცვლილების შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ტარიფი. როდესაც ელექტროენერგია გაძვირდა, ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 30%-ით იყო გაუფასურებული. რამდენიმე თვის წინ თბოელექტროსადგურებს ახალი ტარიფი 2,30-ის ნიშნულზე დაუანგარიშდათ.

"ჯერ კურსი არ არის დასტაბილურებული და გარკვეული მერყეობა ისევ შეინიშნება. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს. თუ მოხდა არსებითი ცვლილება და ლარი კიდევ უფრო გამყარდა, გადაიხედება ტარიფიც", - ამბობს გოჩა შონია.

რა იგულისხმება არსებით ცვლილებაში? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზუსტ დეფინაციას კანონი და მარეგულირებელი წესები არ განსაზღვრავს. შონიას განცხადებით, სემეკი პროცესს რეალური მდგომარეობით აფასებს. თუკი კომისია დაინახავს, რომ კომპანიები ზედმეტ შემოსავალს იღებენ, მაშინ ელექტროენერგიის ტარიფი გადაიხედება.

"თუ მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილოება ლარსა და დოლარს შორის, ამ შემთხვევაში კომისიას ეძლევა შესაძლებლობა, რომ სატარიფო წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ გადახედოს ტარიფს. რამდენიმე კვირაა დაიწყო კურსმა გამყარება. ჩვენ გარკვეული დრო გვჭირდება, რათა დავაკვირდეთ ცვლილებებს", - ამბობს გოჩა შონია "რეზონანსთან" საუბრისას.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის, რეზო არველაძის განცხადებით, ტარიფი დათვლილია დაახლოებით იმ კურსზე, რომელიც დღეს არის. ამიტომ ტარიფის გადახედვის ზედა ნიშნული უნდა იყოს 2,30 და არა 2,48 ლარი.

"როდესაც ტარიფი გაიზარდა, მაშინ კურსი 2,30 ლარზე დააფიქსირეს. ახლა 2,30-ს უნდა მოაკლდეს დაახლოებით 25 თეთრი, რათა ტარიფის გადახედვის ობიექტური საბაბი შეიქმნას. თუ დოლარის მიმართ ლარი ამ დონეზე გამყარდება, მაშინ კომპანიებმა რომც არ შეიტანონ განაცხადი, მარეგულირებელ კომისიას უფლება აქვს, რომ თავად განახორციელოს ტარიფის კორექტირება", - ამბობს რევაზ არველაძე.

ექსპერტი ზვიად კანდელაკი აღნიშნავს, რომ თუკი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ინვესტიციები შემოვიდა და ტურისტების რაოდენობის ზრდა გაგრძელდა, წლის ბოლომდე კურსის 2-2,05-მდე გამყარების რეალური შანსი არსებობს.

"ლარის დევალვაციამ "ქართული ოცნების" რეიტინგი საგრძნობლად შეარყია. შესაბამისად, სტაბილური და გამყარებული ვალუტა, რომელიც თავის მხრივ ტარიფის გაიაფებასაც გამოიწვევს, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სერიოზული "კოზირი" იქნება. ამიტომ, ვფიქრობ, ეროვნული ვალუტის გამყარება ხელისუფლების
You must have Flash Player installed in order to see this player.
ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს", - ამბობს ზვიად კანდელაკი.

ზაფხულში "თელასის" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფები დახალოებით 4 თეთრით გაიზარდა. მიზეზი ლარის დევალვაცია გახდა. არადა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი დაპირება, სწორედ ენერგოპროდუქტების გაიაფება იყო.

შეგახსენებთ, რომ დიდი სჯა-ბაასის შემდეგ, 2013 წლის გაზაფხულზე, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,54 თეთრით შემცირდა. უცვლელი დარჩა იგი იმ აბონენტებისთვის რომლებიც 301 კვტ/სთ-ზე მეტ დენს იყენებდნენ. ეს კატეგორია, ძირითადად, იურიდიული პირები არიან.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ კი მოსახლეობას ელექტროენერგია იმაზე მეტად გაუძვირა, ვიდრე გაიაფებამდე იყო. 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან "ენერგო-პროს" მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონებში 3,95 თეთრით გაიზარდა.

მოგვიანებით, სემეკს ტარიფის გადახედვა უკვე "თელასმაც" მოსთხოვა. ამ შემთხვევაშიც მიზეზად ლარის დევალვაცია დასახელდა. დენის ტარიფმა დედაქალაქშიც რეგიონების ანალოგიურად მოიმატა. მაგალითად, ის მომხმარებელი, რომელიც 101 კვ/სთ ელექტროენერგიას ხარჯავს, 1 კილოვატში 9,94 თეთრის სანაცვლოდ, აწ უკვე 12,89 თეთრს იხდის, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ამ კატეგორიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის საფასური 12,48 თეთრი იყო.

ასევე ყველაზე დიდი საფასურის გადახდა უწევთ სხვა კატეგორიის აბონენტებსაც. მათთვის, ვინც 101-დან 301 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვ/სთ საფასური 12,46 თეთრიდან 16,99 თეთრამდე გაიზარდა (ადრე 16 თეთრი). ყველაზე მძიმე დღეში მესამე კატეგორიის (301 კვ/სთ) აბონენტები აღმოჩნდნენ და მათთვის ელექტროენერგიის საფასური 21,65 თეთრი გახდა. მესამე კატეგორიას, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესი მიეკუთვნება, რომლებიც ლარის გაუფასურების გამო, ისედაც საკმაოდ დაზარალდნენ.

ასე რომ, თუკი კურსი 2 ნიშნულამდე ჩამოვა, ელექტროენერგიის ტარიფი პირველი კატეგორიის მომხმარებლისთვის 10 თეთრამდე დაიწევს, ოქტომბრისთვის "ქართული ოცნება" ამომრჩეველს შედარებით პირნათელი შეხვდება.

მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი აპრილისათვის 16.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 470.6 მილიონი ლარით ანუ 2.8 პროცენტით ნაკლებია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე
„ინტერ რაო“-ს ნიდერლანდური სტრუქტურები, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, საქართველოს ხელისუფლებისგან, ლარის გაუფასურების გამო, კომპენსაციას ითხოვენ.
ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით მყარდება. მიმდინარე თვის დასაწყისში თუ ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.43 ლარი იყო, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ის 2.39 ლარი ღირს.
თუ ფიქრობთ, რომ ელექტროენერგიის გადასახადს იმაზე მეტს იხდით, ვიდრე მოიხმართ, შესაძლოა, პრობლემურ მრიცხველთან გაქვთ საქმე, ამის შემოწმება კი თავადაც შეგიძლიათ.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3963 ლარი გახდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შპს „TV ERA“-ს, რომელიც მომსახურებას ქ. ბათუმში ეწევა, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო 11 278 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს.
ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეროვნული ვალუტის გამყარების შესახებ წერს.
ასეთი შეზღუდვები რომ არა, საპარტნიორო ფონდს უფრო დიდი, მასშტაბური და ამბიციური პროექტების განხორციელების პოტენციალი აქვს.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს და მონიტორინგი გაუწიოს საპარტნიორო ფონდის ბალანსს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.04.2017
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ერთხმად დაუჭირა მხარი.
სრულად
28.04.2017
პირველად საჯარო სექტორში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საპილოტე რეჟიმში თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ დანერგა.
სრულად
28.04.2017
ჩვენ არ გვითქვამს, რომ უნდა დაიხუროს „ელიავას ბაზრობა“, თუმცა შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში
სრულად
28.04.2017
ახალი რეგულაციით „თბილისის მიკროავტობუსს“ ტარიფის გაზრდის უფლება ჩამოერთვა და ტარიფის რეგულირება თბილისის მერიის კომპეტენციაში გადმოვიდა
სრულად
28.04.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი პროექტის PAFAI (Promoting Access to Finance and Agri Insurane) შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.04.2017
29.04.2017
USD
1
USD
2.4751
2.4416
EUR
1
EUR
2.6996
2.6701
GBP
1
GBP
3.1939
3.1604
RUB
100
RUB
4.3579
4.2768