შარშან ვალების გამო ქონება ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს!
შარშან ვალების გამო ქონება ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს!
28 მარტი / 2016
გადაუხდელი სესხის გამო, 5 წელიწადში, 10 ათასამდე ოჯახს ქონება გაუყიდეს. მალე, უსახლკაროთა არმიას, შეიძლება კიდევ რამდენიმე ათასი მიემატოს. მოვალეთა რეესტრში მოხვედრილი ადამიანების რიცხვი ყოველთვე იზრდება. ქონებაჩამორთმეული ოჯახების ნახევარზე მეტი მევახშეებმა იმსხვერპლეს, ქონების მეოთხედი კი კომერციულმა ბანკებმა დაისაკუთრეს.

"ბანკები და ფინანსები" არაერთხელ წერდა, რომ საქართველოში მსესხებელთა უფლებებს არავინ იცავს, მაშინ როდესაც გამსესხებლებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. ცალმხრივი ხელშეკრულებებით, გამსესხებელს აქვს უფლება მევალეს პირობები როგორც უნდა, ისე შეუცვალოს. ასევე, ხელშეკრულებაში ბუნდოვნად გაწერილი მუხლები საკუთარ ინტერესებს მოარგოს, შემდეგ ძალაუფლებისა და ფულის მქონე ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა, კარგი ადვოკატი დაიქირავოს და მსესხებელს ძალიან მოკლე პერიოდში გაცემულ სესხზე რამდენჯერმე მეტი ქონება წაართვას.

საქართველოში საფინანსო ბაზარი აბსოლუტურად დაურეგულირებელია, სახელმწიფო კი ამ საფრთხეს ვერ ხედავს. ამასობაში მარტო 2015 წელს 1,410 ათასი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" მონაცემებით, აღსრულების ბიუროს მიერ გაყიდული უძრავი ქონება 2014 წელს 1,343 ათასი იყო, 2015-ში მისი რაოდენობა 67-ით (5%) გაიზარდა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 5%-ით არის გაზრდილი, ანუ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2015 წელს 1,410 ათასი უძრავი ქონება გაასხვისა.

ამ მონაცემების მიხედვით, იპოთეკით დაგირავებული, გაყიდული, უძრავი ქონების 51% (720) კერძო მევახშეებზე მოდის. კომერციულ ბანკებზე - 27,4% (387), მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გაყიდული ქონების 16% (225) შეხვდათ, სხვა იურიდიულ პირებს 5,5% (78).

"მონაცემებიდან იკვეთება, რომ კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი აუქციონის წესით რეალიზებულ უძრავ ქონებაში შედარებით მცირეა (27,4% და 16%), რაც იმით შეიძლება ავხსნათ, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია ბანკებისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ვალის ამოღების უკანასკნელი ფორმაა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ მას", - აცხადებენ "საზოგადოება და ბანკებში".

თუმცა, სპეციალისტების გათვლით, აქ ბანკების ზეგავლენა 60%-საც კი აჭარბებს. ხშირად ადამიანი ქონებას თავად ყიდის, რათა ბანკს ვალი გადაუხადოს. საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ საბანკო სექტორში მომხმარებლების ინტერესი აბსოლუტურად იგნორირებულია, რაც კანონმდებლობის ხარვეზია. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, რომელთა მიმართ რეგულაცია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სუსტია.

ამასთან, საქართველოს საფინანსო სექტორის 90% არის კომერციული ბანკების საკრედიტო თანხები. ამიტომ მათ მიმართ მოსახლეობის დავალიანება არის ყველაზე უფრო მაღალი, ვიდრე მიკროსაფინანსოების და სხვა
You must have Flash Player installed in order to see this player.
საკრედიტო დაწესებულებების მიმართ, მათ შორის, კერძო პირების.

"უძრავი ქონების დასაკუთრების მეტი წილი, რა თქმა უნდა, კომერციულ ბანკებზე უნდა მოდიოდეს, განსაკუთრებით თანხობრივ გამოსახულებაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომერციული ბანკები არა მარტო ისაკუთრებენ გირაოში ჩადებულ ქონებას, არამედ მსესხებლებს აიძულებენ, ან მსესხებლები თავისი ინიციატივით ყიდიან ქონებას იმისათვის, რომ ბანკის ვალი გაისტუმრონ. ფაქტობრივად, გამოდის, რომ არა მარტო ეს 27,4%, არამედ, კომერციული ბანკების ზეგავლენა უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციაში 60%-საც კი აჭარბებს", - აცხადებს ელიავა და დასძენს, რომ არსებული პრაქტიკით, კომერციულ ბანკს ურჩევნია თვითონ მსესხებელმა გაყიდოს თავისი უძრავი ქონება და დაფაროს დავალიანება, ვიდრე საკუთარ თავზე აიღოს გასხვისების ხარჯი, ვინაიდან ეს დამატებითი დატვირთვა და შრომაა ბანკისთვის.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ეკონომისტების აღნიშვნით ისინი იპოთეკურ სესხებს საერთოდ არ უნდა გასცემდნენ, ეს მათი კომპეტენცია არ არის. წესით, ისინი დამწყებ ბიზნესს უნდა ეხმარებოდნენ. ამ შემთხვევაში, მიკროსაფინანსოების საქმიანობაც კანონმდებლობით არის დასარეგულირებელი. თუკი სესხის მაქსიმალური ზღვარი 50 000 ლარი 15000-20000-მდე შემცირდება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იძულებულები იქნებიან, რომ მარტივ მოგებაზე უარი თქვან და საკუთარი ფუნქცია შეასრულონ.

მევახშეების მიერ უძრავი ქონების დატოვების პრაქტიკა კი, ელიავას აზრით, საერთოდ აღსაკვეთია. თუ ვინმეს ფინანსური საქმიანობა სურს უნდა დარეგისტრირდეს როგორც იურიდიული პირი და დაემორჩილოს ზოგად წესებს, რომელიც საკრედიტო ბაზარზე არსებობს.

"ესეც არის აუცილებლად აღსაკვეთი ან მათთვის სპეციალური კანონი უნდა დაიწეროს. მევახშეებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება გირაოთი უძრავი ქონება ისე აიღონ, რომ შემდგომ, მიუხედავად სესხის მოცულობისა, და გირაოს ღირებულებისა, მთლიანად დაისაკუთრონ. ეს ველური ბაზარი მოსაწესრიგებელია", - აცხადებს ლია ელიავა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2011-2015 წლებში ამ ორგანიზაციამ 9,378 ქონება გაასხვისა. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს სარჩენად საკრედიტო ორგანიზაციებისგან გაღატაკებულთა ახალი ფენა მიემატა. მოსახლეობის ნაწილი კი იძულებულია ფულის საშოვნელად საზღვარგარეთ გადაიხვეწოს და ქართველ ემიგრანტთა დიდ არმიას შეუერთდეს.

და მაინც, ყველაზე უცნაური არის ის, რომ წლების განმავლობაში ფინანსისტთა საზოგადოება და ხელისუფლებაც კი, ამ პროცესში ერთადერთ დამნაშავედ მსესხებელს ხედავს. მათი პოზიცია არის - თუ ვინმეს სესხის გადახდის თავი არ აქვს, არ უნდა ისესხოს, თურმე მოსახლეობა ფინანსურად გაუნათლებელია. რატომღაც "განათლებულ" ხელისუფლებას მუდმივად ავიწყდება ის, რომ "გაუნათლებელი" ხალხი მათ იმიტომ ქირაობს და უხდის ხელფასს, რომ მათი უფლებები დაიცვან - ხარბი გამსესხებლებისგან, დამქირავებლებისგან. ან შექმნან სამუშაო ადგილები, რომ ადამიანებს გადასარჩენად მევახშეებთან სირბილი აღარ უწევდეთ.

მაკა ვარადაშვილი
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"

კომენტარები (2)
29.03.2016
ეთერი
მთელი ჩემი ოჯახის შემოსავალი ბანკების და ინტერნეტსასხების პროცენტებში მიდის .მგონი ჩემი ბრალი არაა დოლარი რომ გაძვირდა ან სამსახურში რომ შემამცირეს
28.03.2016
მირიანი
არაფერში მდიდრდებიან .მე კი იძულებული ვარ წავიდე ამ ქვეყნიდან ,რადგან მალე ბინას გამიყიდიან ალბათ.
მსგავსი სიახლეები
ძალიან მალე, შემდგომაზე ვნახავთ, რომ ,,საქართველოს ბანკი" საინვესტიციო მიმართულებას ბანკის მიმართულებისგან გაყოფს
სავალუტო ბაზარზე დღეს განსაკუთრებული დღეა - იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა იენზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 19 ივლისს, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, 250 მლნ ევროს დაფინანსებას გამოყოფს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო იუწყება.
თავდებობა - არის ვალდებულება, რომელსაც კისრულობს მომხმარებელი.
გვინდა, რაც შეიძლება დაბალი განაკვეთები იყოს კომერციული ბანკებისგან და ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება
მიმდინარე წლის მაისში 19.1 მილიარდი ლარის სესხი გაიცა.
ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაწყებულია და მისი ოდენობა მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
იურიდიული კომპანია BLB ”ტერა ბანკთან” დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ცნობილი იტალიელი მილიონერი ჯანლუკა ვაკი მეუღლეს, მოდელ ჯორჯია გაბრიელეს
დაშორდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.07.2017
პეკინის ქუჩის შესაძლო გაცალმხრივებასთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს
სრულად
22.07.2017
"რუსთავი 2"-ის გადაცემა "ბიზნესკურიერი" დაიხურა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გადაცემის თანამშრომლები და გულშემატკივრები წერენ.
სრულად
22.07.2017
ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა, საქართველოზეც იმოქმედოს, - ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევარმა პოლ ქრეგომ განაცხადა.
სრულად
22.07.2017
ისლანდიის ხელისუფლებამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.
სრულად
22.07.2017
ბარსელონას“ ბრაზილიელი ფეხბურთელის ნეიმარის ფრანგულ პსჟ-ში ტრანსფერი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე რეკორდული შეიძლება გახდეს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
22.07.2017
23.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713