რომელ ქვეყნებში შევძლებთ უვიზოდ მიმოსვლას
რომელ ქვეყნებში შევძლებთ უვიზოდ მიმოსვლას
29 მარტი / 2016
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით.

მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში − ანუ ნებისმიერი 6 თვიდან მხოლოდ 3 თვეს. 180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით.
90-დღიან პერიოდში შესაძლებელია მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ საჭიროა, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში. რეკომენდებულია, ისარგებლოთ შენგენის ზონაში ყოფნის დასაშვები პერიოდის სპეციალური გამომთვლელით:
http://bit.ly/1DELu6G

უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს:
ტურიზმი;
ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში,
სიმპოზიუმებსა თუ გამოფენებში მონაწილეობა; მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში,
გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში
მონაწილეობა;
კულტურულ, სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებში
მონაწილეობა;
სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი
სამკურნალო კურსი/ოპერაცია.

რა საბუთებია საჭირო უვიზოდ მგზავრობისათვის:
მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა საქართველოში დაბრუნების დღისთვის არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.

რა მოგეთხოვებათ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო კონტროლის დროს:
ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი შეიძლება დაინტერესდეს, თუ რა არის თქვენი მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგ.: საქმიანი ვიზიტი, ტურიზმი, მეგობრების ან ნათესავების მონახულება, სასწავლო კურსი 90 დღემდე ვადით).

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს, მოითხოვოს შემდეგი საბუთები:
საქართველოში უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები).
გაითვალისწინეთ!
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის 90 დღის (180 დღის განმავლობაში) ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ზონა!
ამ ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ.
უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობის/ხანგრძლივი სწავლის უფლებას!

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქე:
არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას;
არ უნდა
You must have Flash Player installed in order to see this player.
იყოს ნასამართლევი ევროკავშირის/შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით;
ასევე, არ უნდა არსებობდეს გადაწყვეტილება ევროკავშირის/შენგენის ქვეყნიდან მისი გაძევების შესახებ;
არ უნდა არსებობდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები;
არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომელთაც აკრძალული აქვთ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლა.
საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან, დაიცვან ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის წესები, აგრეთვე, იმ ქვეყანაში მოქმედი სხვა კანონმდებლობა.
90-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით;
ალტერნატივის სახით, შესაძლოა, გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული ზომა - ჯარიმა 3,000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში (ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე); ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რის შემდეგაც გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით;
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობა სამუშაო ნებართვის გარეშე ითვლება არალეგალურად, რასაც, ასევე, შესაძლოა, მოჰყვეს ქვეყნიდან გაძევება.
კომენტარები (4)
31.03.2016
ჰაჰააჰაა
ნტავ ამრიკაშიც შემოიღონ უვუზო რეჯიმი მტელი სანატესაოტი წავიდოდი ამერიკაში და არარ გამოვუშვებდი იქიდან.საქარტველოს უპრო დავაპასებდიტ.
30.03.2016
levani
სერბეთი?
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის მასშტაბით სამთო-საფეხმავლო ბილიკების ქსელის შექმნის პროექტზე მუშაობას აგრძელებს.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.
კურორტ ბახმაროში პირველი არტ-კაფე გაიხსნა. არტ კაფე ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. პირველი არტ-კაფე ბახმაროს ძველ უბანში, ე. წ “დავითიანზე“ მოეწყო.
სტატისტიკა ვიზიტორთა შესახებ, ვადებისა და სხვა პირობების დაცვა, რომელიც უვიზო რეჟიმს ახლავს, მონიტორინგის ქვეშაა, როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის შესაბამისი ორგანოების მხრიდან
ზურაბ პატარაძე დღეს, საქართველოს პარლამენტის ხულოს მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან და „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელ ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად მწვანე ტბის ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტს ადგილზე გაეცნო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კურორტ „გოდერძიზე“ ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 55 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე 3 ათასი არ დაბრუნებულა.
სნოში 34-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვაკეთის ელჩს საქართველოში რუდოლფ მიხალკასა და სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.07.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რუსეთის მოქალაქე გ.მ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას
სრულად
27.07.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი (ჯამში 25,800 ღერი) აღმოაჩინეს.
სრულად
27.07.2017
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ამერიკული ოჯახი. მამას მცირე კერძო ბიზნესი ჰქონდა "ბურღვისა და ტუმბვის" სფეროში
სრულად
27.07.2017
შრომის ახალი კანონის ამოცანაა, რომ დაზიანების პრევენცია მოხდეს და არა პოსტფაქტუმ მკურნალობა
სრულად
27.07.2017
ბევრი უცხოელი ღვინის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ქართული ყურძნის ჯიშებიდან ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ყურძნის ჯიში და, შესაბამისად, ღვინოც საფერავია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
27.07.2017
28.07.2017
USD
1
USD
2.3993
2.4022
EUR
1
EUR
2.7933
2.8125
GBP
1
GBP
3.1323
3.1579
RUB
100
RUB
4.0016
4.0430