”ფილიპ მორისმა” და ”ომეგა ჯგუფმა” დისტრიბუციის ხელშეკრულება შეწყვიტეს

„ფილიპ მორის საქართველო“ თავისი პროდუქციის გაყიდვას „ომეგა 2“-საგან დამოუკიდებლად მოახდენს. როგორც ”ომეგა ჯგუფში” აცხადებენ, შპს „ფილიპ მორის საქართველომ“ და შპს „ომეგა 2“-მა დისტრიბუციის ხელშეკრულება შეწყვიტეს.

”მხარეებმა მიაღწიეს ორმხრივად დამაკმაყოფილებელ შეთანხმებას, რომელიც პარტნიორებს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას მეგობრული მორიგებით დაასრულებს.

დღეიდან, „ომეგა 2“ ფოკუსირებული იქნება საკუთარი ბრენდების წარმოებასა და დისტრიბუციაზე, ხოლო „ფილიპ მორის საქართველო“ თავისი პროდუქციის გაყიდვას „ომეგა 2“-საგან დამოუკიდებლად მოახდენს.

მხარეები მომავალ საქმიანობაში ერთმანეთს წარმატებას უსურვებენ”, - ნათქვამია ”ომეგა ჯგუფის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.