ფრიდა კალომ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

ნიუ იორკში გამართულ “კრისტის” აუქციონზე ცნობილი მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს ნახატი „ორი შიშველი ტყეში“ 8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ამით მექსიკელმა მხატვარმა გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი ლათინოამერიკელ მხატვრებს შორის, როგორც ყველაზე ძვირად გაყიდვადმა ავტორმა. თავის დროზე ფრიდა კალო პირველი იყო ლათინოამერიკელ მხატვრებს შორის, ვისი ნამუშევარიც 1 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. ეს იყო ტილო „დიეგო და მე“, რომელიც 1990 წელს 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ფრიდა კალოს ბოლო რეკორდი კი „ფესვები“ იყო, რომელიც 5,6 მილიონად გაიყიდა.

1939 წლის ქმნილების „ორი შიშველი ტყეში“ გაყიდვა აუქციონზე 8-12 მილიონ დოლარად იგეგმებოდა და საბოლოოდ, 8 მილიონად გაიყიდა.

„კრისტის“ აუქიონზე სხვა მნიშვნელოვანი ლოტებიც გაიყიდა, მათ შორის კლოდ მონეს ტილო სერიიდან „ქოთნები“ - 27,4 მილიონ დოლარად გაიყიდა, ამადეო მოდილიანის „გოგო და ვარდი“ 12,7 მილიონ დოლარად, ჟორჟ ბრაკის „ბანჯო“ კი 10,2 მილიონ დოლარად.

ჯამში იმპრესიონისტების ქმნილებებითა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით „კრისტის“

აუქციონმა 140 მილიონი დოლარი ივაჭრა.

კოკა კვირკველია