ბელორუსში რუბლის დენომინაცია დაიწყო

დღეიდან ბელორუსები მილიონერები აღარ იქნებიან

ბელორუსში დღეიდან რუბლის დენომინაცია დაიწყო - მიმოქცევაში შევა ახალი ბანკნოტები, ოთხი ნულის გარეშე. გარდა ამისა, მიმოქცევაში დაბრუნდება მონეტები - 1, 2, 5, 10, 20 და 50-კაპიკიანი ნომინალით, ასევე 1 და 2 რუბლის მონეტები.

ახალი ბელორუსული რუბლისთვის 7 ნომინალის ბანკნოტია გათვალისწინებული - 5, 10, 20, 50, 100, 200 და 500 რუბლი.

ძველი ბანკნოტები მიმოქცევაში 2016 წლის ბოლომდე დარჩება.