დიდუბის ბაზრობის მოვაჭრეები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ

დიდუბის ბაზრობის მოვაჭრეები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დიდუბის ბაზრის ტერიტორიაზე ორი შპს მუშაობს, აქედან ერთ-ერთმა ხელოვნურად საზღვარი გაავლო, რაც ბაზარში არსებულ მეორე შპს-ს თანამშრომლებს საფრთხეს უქმნის. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საზღვრის გავლების შემდეგ ბაზარში შესასვლელი მხოლოდ ერთი კარი რჩება, რაც უსაფრთხოების ნორმებსაც არღვევს და მყიდველებს უზღუდავს ბაზარში შემოსვლას.

მოვაჭრეების თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად მათ ქალაქის მერს დავით ნარმანიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დიდუბის ბაზარში ორ შპს-ს შორის ღობე შპს „დიდუბის“ დირექტორმა ტრისტან დვალმა გაავლო. აქციის მონაწილეები ქალაქის მერს სთხოვენ დაინტერესდეს მათი პრობლემით და დიდუბის მეტროს ტერიტორიაზე არსებულ ბაზარში ღობე მოიხსნას.