კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რამდენიმე შპს გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები შპს „ჯეო-ტივი“, შპს „ალიანსი ტი-ვი“ და შპს „TV ERA“ გარკვეული სამაუწყებლო არხების შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე გადაცემის გამო წერილობით გააფრთხილა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომისიიდან აცნობეს, შპს „ჯეო-ტივი“ შემდეგ სამაუწყებლო არხებს გადასცემდა ნებართვების გარეშე: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, “ობიექტივი”, „კავკასია“, “აჭარა”, “GDS”, „ტვ პირველი“, „სილქ უნივერსალი“, „პალიტრა ტვ“, „სტერეო +“, „იბერია“, „კომედი არხი“, „ერთსულოვნება“, „მარაო“, „ტაბულა“, „ქართული არხი“, “ТНТ”, „Пятница“, „СТС”, „TV 3“, „Матч“, “ТВЦ”, “World Fashion”, „Комедия“, “TV XXI”, „Индия ТВ“, „Много ТВ“, „Кухня ТВ“, “TV 1000 HD”, „Боец”, „Авто+“, “TV 1000 action”, “TV 1000 RU”, “TDK”,“TV 1000 premium”, “Discoevry”, “Animal Planet”, “TV 1000 megahit”, “TV 1000 komedy”, “TLC”, “Nature”, “Eurosport 1”, “National geographic”, „Че“, “Домашний”, “Кинохит”, “Новое Кино”, “ID”, “Cartoon network”, “Discovery Science”, “Nickelodeon”, “МУЗ ТВ”, „Сарафан“, “Игра”, “HD LIFE”, “RU TV”, “Дом Кино”, “Fox Life”, “РЕН ТВ”, „Киноплюс“, “360”, „MGM“, “Роман”, “Бетселер”, “Shant tv” და “Арена”.

კომისიის ცნობით, შპს „ალიანსი ტივი“ ქვემოთ ჩამოთვლილ სამაუწყებლო არხებზე ვერ შეძლო შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, “ობიექტივი”, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“,“GDS”, „მარაო“, „ერთსულოვნება“, „Матч“, „Боец”, „კომედი არხი“, „ტვ პირველი“, „TV Malli“, „კავკასია“, „სილქ უნივერსალი“, “აჭარა”, “ენკი ბენკი”, „Sentanta sport“, “Setanta sport 2”, „ქართული არხი“, “Eurosport 2”, “Домашний”, „Кухня ТВ“, “Арена”, “Новое Кино”, “ТНТ”, “Дом Кино”, “Роман”,“Nickelodeon”, „Че“, “RU TV”, “Д”(русский детектив), “TLC”, “МУЗ ТВ”, „Кинохит“,“РЕН ТВ”, „Сарафан“, „Индия ТВ“, „Комедия“, „Много ТВ“, „MGM“, “Shant tv”, “Discoevry”, “Бетселер”, “Nat Geo Wilde”, “Nature”, “World Fashion” და “ТВЦ”.

მათივე ინფორმაციით, შპს „TV ERA“ კი შემდეგ არხებს გადასცემდა ლიცენზიის გარეშე: “Show”, “футбол2”, „Россия 1”, „Еврокино“, “History”,“Домашний”, “Наш футбол,” “футбол 1”, “TV 1000 action”, “СТС”, „TV 3“, „ТНТ 4”(comedy), “Иллюзион +”, „ТНТ“, “футбол 3”, „Арена“, “Че”,“Viasat sport”, “Игра”, და “NBC”.

”კომისიამ საკითხის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ სამივე კომპანიამ ”ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ და ”მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები დაარღვია. კომისიის გადაწყვეტილებით, იურიდიულ პირს დაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების დაუყოვნებლივ შეწყვეტა”, - განმარტავენ კომპანიაში.