საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდნენ

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

როგორც  საპარტნიორო ფონდში განაცხადეს, საქართველოს დელეგაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში შანხაისა და ნანჩანგში საქმინი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

მათივე ინფორმაციით, სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი შანხაიში პირველად გამართულ ჩინურ-ქართულ ბიზნესფორუმს დაესწრო. ფორუმზე საპარტნირო ფონდის მენეჯმენტმა დამსწრე საზოგადოებას ფონდის საქმიანობა, ფუნქციები, მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტები გააცნო. შანხაიში გამართულ ბიზნეფორუმს ჩინეთის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტების, სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციების შემდეგ, ბიზნესფორუმზე B2B შეხვედრები გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოსა და ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მათივე განმარტებით, შანხაიში ჩინურ-ქართული ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა Oriental Patron Financial Group -თან საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტის დეტალები განიხილეს. მასშტაბური საინვესტიციო პროექტი მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებული ჩაის საერთაშორისო ბაზარზე გატანას გულისხმობს. მინის ბოთლების საქართველოში წარმოებასა და კონკრეტულ ბიზნესგეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა ასევე China National Technical Import & Export corporation-ის გენერალურ დირექტორთან. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროექტის ტექნიკური პარამეტრების, მოცულობისა და დეტალების განსაზღვრის შემდეგ საქართველოში მინის წარმოებასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები დაიწყება. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრა გამართეს Jilin New Royal Co.,LTD -თან, კომპანია საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ინვესტირებით და სარეაბილიტაციო კლინიკის მშენებლობით ინტერესდება, სადაც დასავლურ მედიცინასთან ერთად წარმოდგენილი იქნება ჩინური მედიცინის სახლიც და სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ასევე შეხვედრა გამართა ჰონგ კონგის საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიებთან Oriental Patron Financial Group და Kaisun Energy Group Limited-თან, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრეს ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე საპარტნიორო ფონდის აქციების დალისტვის თაობაზე.

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა შეხვედრები გამართა ასევე, Er Shang Group-ის, CEFC China-ს, ჩინეთის ინდუსტრიისა და კომერციის, Jilin New Royal Investment Co LTD-ს, CFFC CHINA ENERGY COMPANY-ის, CEFC GROUP (EURASIA)-ს, Oriental Patron Financial Group -ის, Kaisun Energy Group Limited-ის, China National Technical Import & Export corporation-ის, Beijing capital agro business group-ის, Beijing er shang group Co.LTD-ეს, CEFC Guandong financial investment holdings co.,Ltd-ეს Silk road Chamber of International Commerce-ის და Tang West Market International Group (Hong kong) -ის ხელმძღვანელ პირებთან. ასევე ზოგადი შეხვედრები გაიმართა: CEFC Guandong financial investment holdings co.,Ltd, Silk road Chamber of International Commerce (აბრეშუმის გზის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები და საბჭოს წევრები),Tang West Market International Group (Hong kong)

სამთავრობო დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს შანხაის მაღალი ტექნოლოგიების პარკი, ასევე შანხაის პორტი და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ.

ფონდის ცნობით, დელეგაცია დაესწრო ძილინის პროვინციის დედაქალაქ ნანჩანგში ჩინეთ-საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, რომელიც საქართველოს საპარტნიორო ფონდის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის, ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოსა და „ძიანგსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის“ ორგანიზებით მოეწყო. ფორუმზე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა პირებმა დამსწრე ბიზნესმენებს ფონდის პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ჩინეთ-საქართველოს საინვესტიციო ფორუმის დასასრულს საპარტნიორო ფონდმა China-Eurasian Economic Cooperation Fund-თან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი ძილინის პროვინციაში მოქმედ რამდენიმე მსხვილი ჩინურ კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. მათ შორის China-Eurasian Economic Cooperation Fund-ის პრეზიდენტს. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.