რას ჰყვება არაბი ბიზნესმენი, რომელსაც ბათუმში ჩაის სანაცვლოდ 500 ლარი გადაახდევინეს

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში 500-ლარიანი ჩეკის ფოტო გავრცელდა.

გავრცელებულ ფოტოსთან თანდართულ ტექსტში კი ნათქვამი იყო, რომ ეს თანხა კლიენტს ბათუმის ერთ-ერთ გასართობ დაწესებულებაში ჩაის სანაცვლოდ გადაახდევინეს. როგორც არაბმა ბისნესმენმა   PALITRATV.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ინციდენტი კლუბ "დისკო ჰოლივუდში" მოხდა.

"საღამოს ტაქსი გავაჩერე და ვუთხარი კლუბში წავეყვანე. მან კლუბ "დისკო ჰოლივუდში" წამიყვანა. 10 წუთი ვიჯექი, ჩაი შევუკვეთე და ვუთხარი ანგარიში მოეტანათ. მომიტანეს ჩეკი, რომელსაც 700 ლარი ეწერა, ვუთხარი რომ შეცდომა იყო და მე მხოლოდ ჩაი შევუკვეთე, მაშინ ამაყენეს ადგილიდან და ოთაშში შემიყვანეს, სამი კაცი შემომყვა, სამივე ძალიან დიდი იყო, მოვიდნენ და მეუბნებოდნენ, ან ფულს გადაიხდი ან მოგკლავთო. ვუთხარი, რომ მეგობართან დავრეკავდი, თუმცა ტელეფონიც არ ამომაღებინეს.

სულ 500 ლარი მქონდა, ამიტომ ახალი ქვითარი მომიტანეს, სადაც 500 ლარი ეწერა, მივეცი ფული და ვუთხარი ჩეკი ამოერტყა, რომ დამამტკიცებელი საბუთი მქონოდა. გადავიხადე თუ არა, უხეშად მითხრეს, რომ კაფე დამეტოვებინა" - ყვება არაბი ბიზნესმენი და დასძენს, რომ "ბარი სავარაუდოდ თურქული იყო და მათი საუბარი ვერ გაარჩია".

იხილეთ ვიდეო PALITRATV.GE-ზე