იტალიის მთავრობა 18 წლის იუბილეზე თინეიჯერებს წიგნების საყიდლად 500 ევროს აჩუქებს

იტალიის ყველა მოქალაქეს, რომელსაც 18 წელი შეუსრულდება, დაბადების დღეზე ქვეყნის ხელისუფლება „კულტურული ბონუსის“ სახით 500 ევროს აჩუქებს.

ინიციატივის ავტორთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ბიუჯეტიდან 290 მილიონი ევროს გაღება მოუწევს, ეს ყველაზე კარგად და საუკეთესო მიზნებისთვის დახარჯული ფული იქნება.

იტალიის პარლამენტის წევრის ტომასო ნანიჩინის განცხადებით, ვაუჩერი 500 000-ზე მეტ თინეიჯერს გადაეცემა, რომლებსაც ამ თანხით წიგნების გარდა, კონცერტის, თეატრის, კინოსა და მუზეუმის ბილეთების ყიდვაც შეეძლებათ.

2017 წელს მსგავსი ინიციატივა იტალიაში მასწავლებლეზეც გავრცელდება. პროფესიონალური განვითარების მიზნით, მთავრობა 500 ევროს გადასცემს მასწავლებლებს.