როგორ ცხოვრობენ ქართველი მილიონერების შვილები

ქართველი მილიონერების პირადი ცხოვრება ყველას ძალიან აინტერესებს. განსაკუთრებული ინტერესის საგანია მათი ოჯახის წევრები. ქართველი ბიზნესმენების შვილები თბილისში პოპულარობით სარგებლობენ და მათ შესახებ ბევრმა იცის, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც საზოგადოებაში გამოჩენა დიდად არ ხიბლავთ და მშვიდ ცხოვრებას ამჯობინებენ. ამჯერად, AMBEBI.GE გაგაცნობთ მილიონერი ქართველი ბიზნესმენების ნებიერა ქალიშვილებს:

ანი ფხაკაძე

"ვისოლის" დამფუძნებელის ლევან ფხაკაძის ქალიშვილი, ანი ფხაკაძე ბავშვობიდან სიმღერით იყო გატაცებული და მისი კლიპი პოპულარობით სარგებლობდა. ანი ფხაკაძე ახლა ლონდონში ცხოვრობს, თუმცა თბილისში ხშირად ჩამოდის და დაბადების დღეს ყოველთვის მშობლიურ ქალაქში, გრანდიოზულად იხდის. ანი ფხაკაძე 22 წლისაა და თბილისში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სარძლოა. მისი გული ჯერჯერობით ისევ თავისუფალია. გავრცელებული ინფორმაციით, ანი ფხაკაძემ ლონდონში ცოტა ხნის წინ სახლი შეიძინა.

ნუცა უგულავა

მილიონერ თემურ უგულავას უფროსი შვილები საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო, როცა საკუთარ ცხოვრებაზე უგულავას პირველი ცოლი თეო ფერაძე სახალხოდ ალაპარაკდა. ნუცა უგულავა ჯერ თინეიჯერია და ამერიკაში ცხოვრობს. მან წელს დაამთავრა სკოლა და სწავლას ნიუ-იორკის უნივერსიტეტში დიპლომატიურ ფაკულტეტზე გააგრძელებს. ნუცა ხშირად სტუმრობს თბილისს, თუმცა ელიტური თავშეყრის ადგილებს დიდად არ სწყალობს.

გვანცა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის 18 წლის ქალიშვილი, გვანცა ივანიშვილი საზოგადოებაში გამოჩენას ყოველთვის თავს არიდებს. გვანცას შესახებ ქართველებისთვის ცნობილი 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გახდა. ის მამას ძმასთან ერთად დაჰყვებოდა მოსახლეობასთან შეხვედრებზე და სცენაზე ცეკვავდა "ჯორჯიან დრიმ სტუდიოს" ბავშვებთან ერთად. გვანცა ივანიშვილს ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ უყვარს, არც ხმაურიან გასართობ ადგილებს სტუმრობს. ამბობენ, რომ რამდენიმე მეგობარი ჰყავს საქართველოში, რომლებიც სტუდიაში გაიცნო. როგორც გვანცას მეგობრები ამბობენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მილიარდერის ქალიშვილი "ფეისბუქის" აქტიური მომხმარებელია, თუმცა სოციალურ ქსელში სხვისი გვარით და სახელით არის დარეგისტრირებული. უყვარს მუსიკა და ცეკვა, თუმცა აირჩევს თუ არა მომავალში ხელოვნებასთან დაკავშირებულ სპეციალობას, უცნობია.

რია ქებურია

ბიზნესმენ ბუბა ქებურიას ქალიშვილი რია ქებურია პროფესიით დიზაინერია, მის შესახებ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ხშირად წერენ და მოდის სფეროში პოპულარული გოგოა. რიამ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და მარკეტინგის ფაკულტეტზე ისწავლა. ამის პარალელურად მოდის აკადემიაში ჩააბარა ტანსაცმლის დიზაინზე და მისი ეს გადაწყვეტილება წარმატებული გამოდგა. რია ქებურიას კოლექციით ლედი გაგას სტილისტი მოიხიბლა.

ლაკო ბუკია

მილიონერ გოდერძი ბუკიას ქალიშვილი, ლაკო ბუკია ასევე წარმატებული დიზაინერია. ლაკო რამდენიმე წლის წინ გათხოვდა და მილიონერმა მამამ ნებიერა ქალიშვილს ჩაქვში ზღაპრული ქორწილი გადაუხადა. მაშინდელი ხობის მაჟორიტარი დეპუტატის დიზაინერი ქალიშვილის გრანდიოზულმა ქორწილმა ყველა აალაპარაკა. ლაკოს და მისი რჩეულის რეზიკო მანჯგალაძის შეუღლების მდიდრული ცერემონიალი ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში" გაიმართა. გრანდიოზულ ქორწილს ცნობილი ადამიანები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.

ლაკო ბუკია წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს, მან განათლებაც საზღვარგარეთ მიიღო. მისი ჩვენებები ხშირად ტარდება ევროპის და ამერიკის მოდის კვირეულებზე, მისი თავყავნისმცემელი დიზაინერი დონა კარანია.

ანა ხაზარაძე

ანა ხაზარაძე TBC ჯგუფის პრეზიდენტის, მამუკა ხაზარაძის ქალიშვილია. 24 წლის ანა ხაზარაძე ლონდონში სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობს. მან ამერიკული აკადემია დაამთავრა, რომელიც თავად მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და ამის შემდეგ გაემგზავრა სასწავლებლად ლონდონში. მამა მისი პროფესიის არჩევაში არ ჩარეულა. ანა ხაზარაძე თბილისს ხშირად სტუმრობს, მაგრამ ელიტური წვეულებების სტუმრობაზე უარს ამბობს.

თამარ ბოჭორიშვილი

წყარო AMBEBI.GE