რომელ კომპანიას შემოაქვს ქაღალდი, რომელზეც თქვენთვის ცნობილი გამომცემლობები ბეჭდავენ?

საქართველოში პოლიგრაფიული ბიზნესი თანდათან ვითარდება. ბაზარზე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან, რომლებიც ქაღალდისა და სხვა საბეჭდი მასალის იმპორტით არიან დაკავებულნი.

პოლიგრაფიულ ბიზნესში ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია კი 2005 წელს დაარსებული "ჯეოფეიფერია," რომელიც წლებია ბაზარზე დიდი წარმატებით ოპერირებს. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ მაშინ, როცა საქართველოში პოლიგრაფიული ბიზნესი იწყებდა განვითარებას, "ჯეოფეიფერი" იყო ერთადერთი, რომელსაც ქვეყანაში საბეჭდი ქაღალდი და მასალები შემოჰქონდა, შესაბამისად, პოლიგრაფიულ ბიზნესში გადადგმული პირველი ნაბიჯები სწორედ ამ კომპანიის სახელს უკავშირდება. ბოლო პერიოდის მონაცემებით, "ჯეოფეიფერს" ბაზრის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით 40% უჭირავს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანია 2012 წლიდან პოლიგრაფიული ბიზნესის მსოფლიო გიგანტის, "Gold East"-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. Gold East-ი ჩინური კომპანიაა, რომელიც ცარცირებული და ოფსეტური ქაღალდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ორგანიზაციაა და მსოფლიო მასშტაბით, ექსპორტის ძალიან დიდი მაჩვენებლებით გამოირჩევა. "ჯეოფეიფერს" აღნიშნულ კომპანიასთან მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. 4 წლის წინ კი "Gold East"-სთან გაფორმდა ექსკლუზიურობის დამადასტურებელი პირველი სერთიფიკატი, რომელიც 2014 წელს კვლავ განახლდა და ამ დრომდე მოქმედებს. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მხოლოდ "ჯეოფეიფერს" აქვს, ამ კომპანიის მიერ წარმოებული ქაღალდისა და სხვა პოლიგრაფიული მასალის იმპორტის უფლება.

როგორც "ჯეოფეიფერის" კომერციული დირექტორი დავით კიკვიძე ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, კომპანია მუდმივად ცდილობს ახალი ბაზრების ათვისებას და " Gold East" - ის პარალელურად ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, რუსეთისა და ინდოეთის წამყვან ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობს. თუმცა, მისი თქმით, "ჯეოფეიფერის" მიერ იმპორტირებული პროდუქციის 30-40% მაინც "Gold East"-ზე მოდის. ამასთანავე, ეს არის ისეთი სახეობის ქაღალდები, რომლებიც საქართველოში ყველაზე აქტიურად მოიხმარება.

"ჯეოფეიფერის" მიერ იმპორტირებული ქაღალდით საქართველოში ყველაზე ცნობილი გამომცემლობები ბეჭდავენ. ორგანიზაცია ასევე აქტიურად თანამშრომლობს გაზეთის გამომცემლობებთან, რომელთა შორის მნიშვნელოვანია მრავალწლიანი ისტორიის მქონე "კვირის პალიტრა" "სიტყვა და საქმე," "რეზონანსი," "ასავალ-დასავალი" და ასევე სხვა მცირეტირაჟიანი გაზეთები.

"საგაზეთო ქაღალდი არის ჩვენი ერთ-ერთი მოწინავე პროდუქცია, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით იყიდება და ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. შეიძლება ითქვას, რომ საგაზეთო ქაღალდზე, არაოფიციალურად ექსკლუზივს ვფლობთ, ვინაიდან ყველაზე კარგი ხარისხისა და ყველაზე დიდი მასშტაბების საგაზეთო ქაღალდები სწორედ ჩვენ შემოგვაქვს. საგაზეთო ქაღალდის მოხმარება საკმაოდ დიდ ტირაჟს აღწევს და თვეში დაახლოებით, 100-150 ტონას აღემატება", - აღნიშნავს დავით კიკვიძე.

- ქაღალდები ერთმანეთისგან ხარისხითა და სტრუქტურით გამოირჩევა, ამიტომ კარგად უნდა მოხდეს განსხვავება იმისა, თუ რომელი რისთვის გამოიყენება. კონკრეტული დანიშნულებისთვის შესაბამისი სახეობის ქაღალდი იწარმოება, გამომცემლებს ამ მხრივ "ჯეოფეიფერი" საკმაოდ დიდ არჩევანს სთავაზობს.

გაზეთებისთვის ე.წ საგაზეთო ქაღალდი არსებობს, წიგნებისთვის კი მოყვითალო ფერის "ჰოლმენის" საწიგნე ქაღალდი გამოიყენება. საკმაოდ სპეციფიკურია და მას მაღალტირაჟიანი, მოცულობითი, სქელი წიგნების დასაბეჭდად ხმარობენ. მისი დამახასიათებელი თვისება არის ის, რომ არ იწვევს თვალების გაღიზიანებას და გადაღლას. საწიგნე ქაღალდის კულტურა საქართველოში ჩვენ დავნერგეთ და დღეს მსხვილი გამომცემლობები ძირითადად "ჰოლმენის" ქაღალდზე ბეჭდავენ." მაგალითისათვის ევროპაში "ჰოლმენის" საწიგნე

ქაღალდზე დაიბეჭდა ისეთი ცნობილი წიგნები როგორიც არის "გრეის 50 ელფერი" და ასევე ყველასათვის საყვარელი "ჰარი პოტერი", ასევე ბრიტანული გამომცემლობა "Bantam Press"-ის ცნობილი რომანი "Inferno" -აღნიშნავს "ჯეოფეიფერის" კომერციული დირექტორი.

- წიგნების რომელი გამომცემლობები თანამშრომლობენ "ჯეოფეიფერთან" ამჟამად?

- "ჯეოფეიფერთან" თანამშრომლობს საქართველოს წიგნის ბაზარზე წამყვანი პოზიციის მქონე "პალიტრა L", რომელიც წლის განმავლობაში 400-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის, ქართველი და უცხოელი ავტორის წიგნს გამოსცემს. ასევე "სულაკაურის"გამომცემლობა. ჩვენს მიერ იმპორტირებული ქაღალდითაა დაბეჭდილი სასკოლო წიგნები გასულ და მიმდინარე წელსაც.

- კონკრეტულად რომელი სახეობის ქაღალდზე ხდება სასკოლო სახელმძღვანელოების დაბეჭდვა?

- ეს არის საბეჭდი ე.წ მცირედცარცირებული ქაღალდი, რომელიც შვეიცარიიდან და ფინეთიდან შემოგვაქვს. სწორედ მასზე დაიბეჭდა წელს წიგნები და დამხმარე სახელმძღვანელოები. ეს ქაღალდი ნელ-ნელა ფეხს იმკვიდრებს საქართველოში. ევროპაში კი წლებია ფართოდ არის გავრცელებული. საბეჭდად ქარხნებითვის და სტამბებისთვის არის ძალიან კარგი და სპეციფიკური. შეიძლება ითქვას, ეს არის პოლიგრაფიის მომავალი. ჩვენ კი ვართ პირველი კომპანია, რომელმაც აღნიშნული ქაღალდი საქართველოში შემოიტანა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

R