რუსთავში დღეს „მაკდონალდსის“ ახალი რესტორანი გაიხსნება

რუსთავში მეგობრობის გამზირზე დღეს „მაკდონალდსის“ ახალი რესტორანი გაიხსნება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს,  „მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.

„მაკდონალდსის“ ახალ რესტორანში 62 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა კი 4.8 მილიონი ლარია. „მაკდონალდსში“ მოქმედებს „დრაივის“ სერვისი, მისი საბავშვო ტერიტორია მოიცავს დაბადების დღის დარბაზსა და სათამაშო ზონას, რესტორანი ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

„მაკდონალდსის“ ახალი რესტორანი 10:30 საათზე გაიხსნება.