„ნიკორა სუპერმარკეტმა“ და 20-მდე წამყვანმა კომპანიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

50 %-მდე ფასდაკლებით სარგებლობა, ამიერიდან „ნიკორა სუპერმარკეტის“ დაგროვებითი ბარათის მფლობელებს სხვადასხვა ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებში შეეძლებათ. პარფიუმერია და კოსმეტიკა, ოპტიკური მაღაზიები, გამაჯანსაღებელი ცენტრები, ტექნიკის, ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიები, ტურისტული სააგენტოები, სამშენებლო და სადაზღვევო კომპანიები, ეს ის მოკლე ჩამონათვალია, სადაც დაგროვებითი ბარათის მფლობელებს საშუალება მიეცემათ ექსკლუზიური ფასდაკლებებით ისარგებლონ.

16 სექტემბერს, 19:30 საათზე, “რედისონ ბლუ ივერია“-ში, შპს. „ნიკორა ტრეიდ"-მა პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

პროექტში ჩართულია ქართულ ბაზარზე არსებული 20-მდე წარმატებული კომპანია. „Gino Paradaise”, “Oktopus”, “Celio”, “Etam”, “Gary Weber”, “CaptainPlus“, “IC GROUP”, “HELISICORE”, “Aray”, “Deflos”, “Roniko”, “Voules-Vous”, “Apply City”, “City Sport”, „რიტუალების სასახლე“, “თერმო ცენტრი“, „ბინადარი“, „პეპელა“ და „სალამანდრა“.

მემორანდუმის ფრგლებში "ნიკორა სუპერმარკეტის" დაგროვებითი ბარათის თითოეული მფლობელი აღნიშნულ კომპანიებთან ექსკლუზიური ფასდაკლებით ისარგებლებს.

„ნიკორა სუპერმარკეტის“ დაგროვებითი ბარათი ეს არის ლოიალობის უნიკალური დაგროვებითი პროგრამა. ესტუმრეთ ჩვენს ყველაზე მრავალრიცხოვან ქსელს, დააგროვეთ ერთგულების ქულები და ისარგებლეთ ფასდაკლებებით.

„ნიკორა სუპერმარკეტი“ ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა. წლების მანძილზე აქტიურად ვითარდებოდა და დღეს ის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელია საქართველოში.

კომპანიის მთავარი მიზანია - ხარისხის კონტროლი, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

bpn