"სამსუნგი" მომხმარებლებს Galaxy Note 7-ის გამორთვისკენ მოუწოდებს

სამხრეთ კორეულმა კომპანია "სამსუნგმა" გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, თუ რატომ არის მათი ახალი სმარტფონი ცეცხლსაშიში.

გასულ თვეში კომპანიას 2.5 მილიონი სმარტფონის უკან დაბრუნება მოუწია, რადგან მათი ბატარია ფეთქებადი აღმოჩნდა.

"სამსუნგმა" აღნიშნული მოდელები მომხმარებლებს ახლით შეუცვალა, თუმცა ახალ სმარტფონებსაც მსგავსი პრობლემა აღმოაჩნდათ. ამ მიზეზების გამო სამსუნგმა Galaxy Note 7-ის გაყიდვები სრულად შეაჩერა და მომხმარებლებს სმარტფონების გამორთვისკენ მოუწოდა.

აშშ-მა და ავსტრალიამ სმარტფონი უკვე ჩამოიღო მაღაზიის თაროებიდან, ხოლო აეროპორტებმა განაახლეს აკრძალვა თვითმფრინავში Galaxy Note 7-ის გამოყენებაზე.