Samsung Electronics-მა 2016 წლის მესამე კვარტლის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები წარმოადგინა

სეული, კორეა, 2016 წლის 7 ოქტომბერი, - კომპანია Samsung Electronics-მა 2016 წლის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიში წარადგინა. კონსოლიდირებულმა შემოსავალმა დაახლოებით 47 ტრილიონი კორეული ვონი (41,8 მილიარდი აშშ დოლარი), ხოლო კონსოლიდირებულმა ოპერაციულმა შემოსავალმა 5,2 ტრილიონი კორეული ვონი (4,63 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.

აღნიშნული რიცხვები კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების მონაცემებს ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (K-IFRS) არის გამოთვლილი.

სამხრეთი კორეის შესახებ ფინანსური ინფორმაციის გახმაურების წესი, მოგების მოსალოდნელი შუალედური მაჩვენებლის გახმიანების საშუალებას არ იძლევა. ამიტომ, გამოქვეყნებული რიცხვები მოსალოდნელი მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს წარმოადგენს: შემოსავალი – 46 ~ 48 ტრილიონის კორეული ვონი (40,9-42,7მილიარდი აშშ დოლარი). ოპერაციული მოგება – 5,1 ~ 5,3 ტრილიონი კორეული ვონი (4,5-4,7 მილიარდი აშშ დოლარი).

2016 წ. მეორე კვარტლის და 2015 წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები K-IFRS სტანდარტების შესაბამისად (ტრილიონი ვონი):

2016 წ. მეორე კვარტალი 2015 წ. მესამე კვარტალი

გაყიდვები 50.94

(45,6 მილიარდი აშშ დოლარი) 51.68

(46,3 მილიარდი აშშ დოლარი)

ოპერაციული მოგება 8.14

(7,3 მილიარდი აშშ დოლარი) 7.39

(6,6 მილიარდი აშშ დოლარი)

Samsung Electronics Co., Ltd. მოწინავე იდეების განხორციელებითა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცხოვრებაში დანერგვით, აფართოებს ადამიანების ცნობიერებას და ქმნის სამომხმარებლო ბაზრის მომავალს ტელევიზორების, სმარტფონების, მობილური მოწყობილობების, პლანშეტების, კამერების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, პრინტერების, სამედიცინო მოწყობილობების, ქსელური სისტემების, ნახევარგამტარების და შუქდიოდური გადაწყვეტების სამყაროში. ინოვაციური განვითარების დარგში, «ჭკვიანი სახლის» (Smart Home) და «ციფრული ჯანდაცვის» (Digital Health) კონცეფციის რეალიზაციის წყალობით, კომპანია ინტერნეტ საგნების (Internet of Things) ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენს. 84 ქვეყანაში 319 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო წლიური გაყიდვების მოცულობა 196 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. დაწვრილებით ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.samsung.com-ს და ჩვენ ოფიციალურ ბლოგს: Samsung Newsroom news.samsung.com.(R)