რამზან კადიროვის 300-მილიონიანი სასახლე ოქროს ნივთებით (+ფოტო)

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, საკმაოდ ოდიოზური ფიგურა, რომლის შესახებაც ხშირად არის არაერთგვაროვანი მოსაზრებები პოლიტიკოსებსა თუ ჟურნალისტებს შორის , ცოტა ხნის წინ მე-12 შვილის მამა გახდა. თავის ცოლთან, რომელსაც სკოლის მერხიდან იცნობს, უკვე წლებია ცხოვრობს და ერთად ზრდიან შვილებს. თუმცა ამბობენ, რომ რამზანს კიდევ ჰყავს ცოლები, რომელთა შესახებაც არაფერია ცნობილი. ”მთავარი” ცოლი კი დიზაინერია და მუსლიმანი ქალებისთვის სამოსს ქმნის.

რამზანის უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ასევე დადის ლეგენდები, თუმცა ყველაფერი ზუსტად არ არის ცნობილი. ის არის უტყუარი, რომ აქვს საკმაოდ დიდი და ძვირად ღირებული მანქანების

კოლექცია, ასევე ცხენების - ეს ორი რამ ყოფილა, რაზეც კადიროვი განსაკუთრებით გიჟდება. და ასევე ხალხისთვის ცნობილი გახდა მისი 300-ათასდოლარიანი სასახლე, მისი რეზიდენცია, მოოქროვილი და ოქროს ნივთებით, მოზაიკური იატაკებით, უძვირფასესი ჭაღებით და ა.შ. თანაც, ეს ყველაფერი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხაზინის ხარჯზე შეისყიდა და გააკეთა და არა თავისი ჯიბიდან.

შეგიძლიათ უშველებელ ტერიტორიაზე განთავსებული ამ სასახლის ფოტოები იხილოთ - ფოტოები ჯერ კიდევ მაშინ არის გადაღებული, როცა რემონტი სრულდებოდა და ბატონი რამზანი ჯერ არ იყო იქ გადაბარგებული თავისი ოჯახობით.

იხილეთ ფოტოგალერეა