ფესტივალ "განდაგანას" ფარგლებში ღვინის სახლი და ეთნოგრაფიული მუზეუმი სტუმრებს ეპატიჟება
ფესტივალ "განდაგანას" ფარგლებში ღვინის სახლი და ეთნოგრაფიული მუზეუმი სტუმრებს ეპატიჟება
27 ოქტომბერი / 2016
სოფლის ტურიზმის ფესტივალ "განდაგანა"-ს ფარგლებში ევროპის მოედნიდან ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმისა და აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან გვაცნობეს, მუზეუმში შესვლის მსურველებს ტრანსპორტი დღის ორი საათიდან საღამოს 6 საათამდე, ხოლო ღვინის სახლის სტუმრებს ორი საათიდან ხუთის ნახევრამდე მოემსახურება. ტურისტულ ობიექტებზე შესვლა უფასოა და ისინი სტუმრებს სპეციალურ პროგრამას სთავაზობენ.

ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი ხელვაჩაურში, ღია ცის ქვეშ 3000 კვ.მ.-ზეა განთავსებული. მასში აჭარის რეგიონის ყოფა-ცხოვრების და ტრადიციების ამსახველი ნივთები და მასალები 15-ზე მეტ თემატურ სივრცეშია წარმოდგენილი.
You must have Flash Player installed in order to see this player.
მუზეუმში შესვლა დილის ათი საათიდან საღამოს 6 საათამდე იქნება უფასო. ქემალ თურმანიძე წლების განმავლობაში ქმნიდა და აჭარის სოფლებში აგროვებდა ყველა იმ ექსპონატს, რომელიც მუზუემშია წარმოდგენილი. სტუმრებს მუზეუმში ფოლკლორ შოუც ელოდებათ.

რაც შეეხება აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლს, ის ქობულეთში მდებარეობს. ღვინის სახლში 15:00 საათიდან სტუმრებისთვის წარმოდგენილი იქნება ერთსაათიანი სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ისინი ღვინის სახლში არსებულ ყველა სერვისს გაეცნობიან, მონაწილეობას მიიღებენ თონის პურის დაცხობასა და ჭაჭის გამოხდაში. სტუმრებისთვის გაიმართება ღვინის სახლში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია და საბძოლო ხელოვნების შოუ, რომელსაც "შავფაროსნები" წარმოადგენენ.

ღვინის სახლში ტურისტებისთვის მრავალფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერის შექმნის თვალსაზრისით ღვინისა და მასთან დაკავშირებული რეწვის ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ენოთეკა და ეთნოგრაფიული კუთხეა განთავსებული. იქვე მოწყობილ სამუზეუმო კუთხეში ხიხანის ციხეზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალისა და ნივთების გაცნობა-დათვალიერებაა შესაძლებელი. სახლის საგამოფენო სივრცეში კი ღვინოსთან ერთად სტუმრებს საქართველოში წარმოებული პროდუქტების და სუვენირების დათვალიერება შეუძლიათ.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი "განდაგანა" 28 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე გაიმართება. ზემოთ აღნიშნული ობიექტების მიმართულებით ტრანსპორტი მოედნიდან, 14:00 საათიდან იმოძრავებს.

R
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
„ჯემ ფესტის“ დამფუძნებლის, გიორგი სიგუას ინფორმაციით, მისი თანამშრომლები საგამოძიებო სამსახურმა ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით დაკითხა.
მე არ დამიწყია და ვერც დავამთავრებ ამ ქვეყანაში ვერც ნარკოტიკების შემოტანას, ვერც გავრცელებას, ვერც მის მიღება-მოხმარებას
იმ მითქმა-მოთქმაზე მეცინება, თითქოს სადღაც გავიქეცი - სადმე გასაქცევი და დასამალი არაფერი მჭირს, - ამის შესახებ “ჯემ ფესტის“ დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ჯემ ფესტთან“ დაკავშირებულ საკითხზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
სააქციო საზოგადოება „შატო მუხრანი“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში 700 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.
ხშირად მწიფე მტევანს (განსაკუთრებით, ხეივანზე) დაკრეფამდე საგრძნობლად აზიანებენ კრაზანები და სხვა მავნებელი მწერები,
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მით უმეტეს, აბსურდულია გიორგი ჩოგოვაძის ჯემ-ფესტის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირება
GEM Fest - ზე დასაქმებული პირები აპირებენ კუთვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით კვირის ბოლოს სასამართლოს სარჩელით მიმართონ.
კახეთის რეგიონში გავრცელებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსმა
GEM FEST-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფესტივალის ფინანსურ კრიზისზე ალაპარაკდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სიგუა მიმართვას "ფეისბუქზე" ავრცელებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.08.2017
ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მეპატრონე ირაკლი კვიჟინაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ზედმეტად გადახდილი დღგ-ის 10 დღეში დაუბრუნდა.
სრულად
21.08.2017
Gem fest-ზე დასაქმებულმა 11-მა პირმა კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა.
სრულად
21.08.2017
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ შესაძლოა, გაიყიდოს. როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
სრულად
21.08.2017
საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს 2017 წლის იანვარში სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავენ.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.08.2017
22.08.2017
USD
1
USD
2.3895
2.3910
EUR
1
EUR
2.8067
2.8099
GBP
1
GBP
3.0808
3.0818
RUB
100
RUB
4.0213
4.0530