ბელორუსის დელეგაცია ტურიზმის ადმინისტრაციის საქმიანობას გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ბელორუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაცია იუწყება, გიორგი ჩოგოვაძემ და მიხეილ პორტნოიმ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ბელორუსის დელეგაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმიანობას გაეცნო. ბელორუსის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტის მთავარი მიზანი ტურიზმის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარებაა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრამდე ბელორუსის დელეგაციის წევრები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და კერძო კომპანიების გამოცდილებას გაეცნენ.