პენტაგონმა სამხედრო დაზვერვაზე დახარჯულ თანხებზე მონაცემები გამოაქვეყნა

პენტაგონმა გასულ წელს სამხედრო დაზვერვაზე დახარჯულ თანხებზე მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, გასულ ფინანსურ წელს, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, უწყებამ სამხედრო დაზვერვისთვის 17,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.

ამ თანხაში გათვალისწინებული იყო საზღვარგარეთ ოპერაციების დაფინანსება „გაუთვალისწინებელი გარემოს შექმნის“ შემთხვევაში.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის კანცელარია 2017 წლის ამერიკული სადაზვერვო სამსახურების ბიუჯეტისთვის 53,5 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, აქედან სამხედრო დაზვერვისთვის სავარაუდოდ, 16,8 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.