იტალიელმა მილიარდერმა თანაშემწეს 75 მილიონი დოლარი უანდერძა

იტალიელმა მილიარდერმა, 90 წლის ბერნარდო კაპროტიმ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა, თავის თანაშემწე ქალბატონს 75 მილიონი დოლარი უანდერძა.

68 წლის ჯერმანა კიოდი თითქმის 50 წელი მუშაობდა ბერნარდო კაპროტის თანაშემწედ.

„მინდა ჩემი მადლიერება გამოვახატო იმ ერთგულებისთვის და თანადგომისთვის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ვგრძნობდი ჯერმანასგან“, - ნათქვამია ბერნარდო კაპროტის ანდერძში.

იტალიელი მილიარდერი სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელის Esselunga-ს დამაარსებელია. ქსელში საერთო ჯამში 22 ათასი ადამიანია დასაქმებული.