Thomson Reuters 2 ათასამდე თანამშრომელს გაათავისუფლებს

კორპორაცია Thomson Reuters მსოფლიოს 39 ქვეყანაში 2 ათასამდე თანამშრომელს გაათავისუფლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „როიტერის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, ახალი ამბების საერთაშორისო კორპორაციაში შტატების შემცირების გადაწყვეტილება კომპანიაში ფინანსური ხარჯების შემცირების მიზნით მიიღეს. ამ დროისთვის Thomson Reuters-ის ყველა ფილიალში 48 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, თანამდებობას კი საერთო რაოდენობის 4 პროცენტი დატოვებს.