Nike მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ სპორტულ ბრენდად დასახელდა

„ფორბსმა“ ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც სპორტის სფეროში ოთხ მიმართულებას მოიცავს.

ესენია ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული ბრენდები, სპორტული ღონისძიებები, სპორტსმენები და კლუბები.

რეიტინგი The Forbes Fab 40 განსაზღვრავს მხოლოდ ბრენდის ღირებულებას და არა იმას, თუ რამდენს გამოიმუშავებენ სპორტული კომპანიები, სპორტსმენები ან სპორტული კლუბები.

2016 წელს ოთხივე კატეგორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად Nike დასახელდა, რომლის ღირებულებაც „ფორბსმა“ 27 მილიარდი დოლარით შეაფასა. ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ ღონისძიებად „სუპერ ბოული“ დასახელდა - 630 მილიონი დოლარი, სპორტსმენი როჯერ ფედერერი - 36 მილიონი დოლარი, სპორტულ კლუბებს შორის კი პირველობა „ნიუ იორკ იანკის“ ერგო - 660 მილიონი დოლარი.

სპორტული ბრენდები:

NIKE - 28 მილიარდი დოლარი

ESPN - 14,5 მილიარდი დოლარი

ADIDAS – 7 მილიარდი დოლარი

Under Armour - 5,5 მილიარდი დოლარი

Sky sports - 5 მილიარდი დოლარი

MLBAM - 2,2 მილიარდი დოლარი

UFC - 2 მილიარდი დოლარი

Yes - 1,4 მილიარდი დოლარი

Reebok - 800 მილიონი დოლარი

Nesn - 750 მილიონი დოლარი

სპორტული ღონისძიებები:

“სუპერ ბოული” - 630 მილიონი დოლარი

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები - 366 მილიონი დოლარი

ზამთრის ოლიმპიური თამაშები - 285 მილიონი დოლარი

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი - 229 მილიონი

WRESTLMANIA - 190 მილიონი დოლარი

College Football Playoffs - 160 მილიონი დოლარი

College basketball Final Four - 155 მილიონი დოლარი

ბეისბოლი „World Series- 148 მილიონი დოლარი

„დეიტონა 500“ – 133 მილიონი დოლარი

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - მილიონი დოლარი

სპორტსმენები

როჯერ ფედერერი - 36 მილიონი დოლარი

ლებრონ ჯეიმსი - 34 მილიონი დოლარი

ფილ მიკელსონი - 28 მილიონი დოლარი

უსეინ ბოლტი - 25 მილიონი დოლარი

ტაიგერ ვუდსი - 23 მილიონი დოლარი

კრიშტიანუ რონალდუ - 19 მილიონი დოლარი

კევინ დურანტი - 16 მილიონი დოლარი

ლიონელ მესი - 15 მილიონი დოლარი

რორი მაკილროი - 13 მილიონი დოლარი

მაჰენდრა სინგჰ დრონი - 11 მილიონი დოლარი

კლუბები:

“ნიუ იორკ იანკიზ” - 660 მილიონი დოლარი

“დალას ქაუბოისი” - 577 მილიონი დოლარი

“ლოს ანჯელეს ლეიკერსი” - 546 მილიონი დოლარი

მადრიდის „რეალი” - 521 მილიონი დოლარი

“ბარსელონა” - 509 მილიონი დოლარი

“მანჩესტერ იუნაიტედი” - 500 მილიონი დოლარი

“ნიუ-იორკ ნიქსი” - 447 მილიონი დოლარი

“ნიუ-ინგლანდ პეტრიოტსი” - 431 მილიონი დოლარი

მიუნხენის „ბაიერნი” - 425 მილიონი დოლარი

ლოს-ანჯელეს დოდჯერსი - 405 მილიონი დოლარი

კოკა კვირკველია