სუპერმარკეტების ერთ ნაწილში შაქარი გაიაფდა

სურსათის ზოგიერთ მაღაზიაში შაქარი 10-დან 25 თეთრამდე გაიფადა, თუმცა ფასის ცვლილება ყველა მაღაზიას არ შეხებია.

როგორც სუპერმარკეტებში აცხადებენ, ფასმა 3-4 დღეა რაც დაიწია და შაქრის მინიმალური ფასი 1.85 ლარი, მაქსიმალური კი 2.30 ლარია. იმ მაღაზიებში, სადაც ფასი უცვლელი დარჩა შაქრის ფასი 2.55 ლარს აღწევს. ასაწონი შაქრის ფასი რიგ მაღაზიებში 15 თეთრით გაიფდა და ამ ეტაპზე 2.15 ლარი ღირს, რიგ მაღაზიებში კი მისი ფასი არ შევლილა და კვლავ 2.30 ლარს შეადგენს.

სუპერმარკეტებში შაქრის ფასის კლების მიზეზებს ვერ ასახელებენ.

შაქრის ფასმა ოქტომბრის შუა რიცხევში 30-40 თეთრით მოიმატა. მოვაჭრეები ვარაუდობდნენ, რომ ფასის მატების ერთ-ერთი მიზეზი დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნა იყო. ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო ბაზარზე შაქარი თითქმის 7 პროცენტით გაძვირდა.

თათია ახვლედიანი