"ახალგაზრდების დასაქმების სამინისტრო გვჭირდება!"

ესაჭიროება თუ არა ქვეყანას სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებები, - ამ საკითხს როგორც სახელისუფლებო კულ­უარებში, ასევე მის გარეთაც განიხილავენ.

"ქართულ რეალობაში ბევრი ცვლილება ცალკეული პირების ნება-სურვილიდან გამომდინარეობს"

თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი: "სახ­ელმწიფო სამსახურში, განსაკუთრებით, სამინისტროებში, ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და ამდენი სამინისტროც არ არის საჭირო, მაგრამ ერთი ხელის მოსმით ადამიანების უმუშევ­რად დატოვება არ შეიძლება. როგორც ვიცი, განიხილება ევროინტეგრაციის, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთა აპარატების საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში­ გაერთიანება. მსჯელობენ რეგიონული განვი­თარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთვის დაქვემდებარებაზე. სპორტის, ახალგაზრდ­ობისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის სამინისტროსთვის დაქვემდება­რებაც არ არის ცუდი იდეა.

ყველა ქვეყანას მართვის საკუთარი ტრადიცია აქვს და უპრიანი იქნება, მოვიყვანოთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი. ნიდერლანდებში, რომლის მოსახლეობაც 18 მილიონამდეა, სულ 8 სამინისტროა. ისრაელში (მოსახლეობა 9 მილიონი) თავდაპირველად­ 12 მინისტრი იყო, ახლა კი 22 სამინისტროა. ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროებიც არ არის. მაგალითად, კოსტა-რიკას, ანდორას,­ ისლანდიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანას თავდაცვის სამინისტრო არა აქვთ. მათ არ ჰყავთ არმია, რომლის ფუნქციას პოლიც­იური ან სხვა გასამხედროებული დანაყოფები ასრულებენ. აშშ-ს არა აქვს კულტურის სამინისტრო. დანიაში შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთ სტრუქტურაშია გაერთიანებული. ნორვეგიაში 5 მილიონზე მეტი მოსახლეა და 18 სამინისტროა. 5-მილიონნახევრიან ფინეთში კი -14 სამინისტრო. 

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 7 ნოემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად