გურჯაანის ხუთ სოფელში საირიგაციო მომსახურება აღდგება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის გ-40 გამანაწილებელი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, პროექტის ღირებულება 1 900 000 ლარია.

”რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგება არხის 22-კილომეტრიანი მონაკვეთი. შედეგად, მომავალი სარწყავი სეზონისათვის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის მოსახლეობა 580 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად აღდგენილი საირიგაციო მომსახურებით ისარგებლებს”, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.