სადახლოსა და ყაზბეგში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ”სადახლო-საავტომობილო“ და ”ყაზბეგში“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად , არადეკლარირებული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი (574 კაფსულა) მედიკამენტი და ნარკოტიკული ნივთიერება ,,მარიხუანა“ (3,95 გრ.) აღმოაჩინეს, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახური იუწყება.

მათი ცნობით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.