ბორჯომში კედარის ხეები დარგეს

ბორჯომში, ახლად აშენებული სელედუკის (ღვარსაშვები) მიმდებარე ტერიტორიაზე კედარის ხეები დარგეს.

როგორც  ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან იუწყებიან, 3-3,5მ სიმაღლის 20 ძირი ხე მუნიციპალიტეტს გამგებლის ყოფილმა მოადგილემ ვახტანგ ოჩხიკიძემ საჩუქრად გადასცა.

„ბორჯომი ლამაზი ქალაქია, ღვარცოფგამტარის მშენებლობით, ქალაქს კიდევ ერთი ღირშესანიშნავი ობიექტი შეემატა, მის მიმდებარედ ტერიტორიის კეთილმოწყობა კი აუცილებელი იყო. მარადმწვანე ხეები არსებულ ადგილს კიდევ უფრო გაალამაზებს და დაამშვენებს“, - აღნიშნა ვახტანგ ოჩხიკიძემ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ვახტანგ ოჩხიკიძეს მადლობას უხდის.