დიდუბეში დაზიანებული მოსასვენებელი სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება

დიდუბის რაიონში დაზიანებული მოსასვენებელი სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება. როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, ამ ეტაპზე, ქურდიანის ქუჩა #4-სა და #6-ში, ასევე დიღმის მასივის მე-4 კვარტლის 21-ე და მე-3 კვარტლის 26-ე კორპუსებთან , ტენდერში გამარჯვებული კომპანია სკვერების რეაბილიტაციას ახორციელებს. რეაბილიტაციის შემდგომ შეიცვლება დაზიანებული დეკორატიული ფილები, სანაგვე ურნები, საპარკე სკამები, საბავშვო ატრაქციონები, საჩრდილობლები.

სკვერების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა 9 მისამართზე. კონტრაქტორმა კომპანიამ მთლიანად განაახლა სკვერებში არსებული ამორტიზებული ინვენტარი. 2016 წლის განმავლობაში დიდუბის რაიონის გამგეობამ 8 ახალი სკვერი მოაწყო, ხოლო 51 სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.